დიოგენე 2020

საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს კინო აკადემია, ტელესტუდია “იმედი” და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2020” გაცნობებენ, რომ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა 121 ფილმის განაცხადი. ნამუშევრების გეოგრაფია მოიცავს მთელ მსოფლიოს — რომ იტყვიან ახალი ზელანდიიდან ფიჯის კუნძულებამდე.

მათგან 74-მა ფილმმა დააკმაყოფილა წინასწარი პირობები და ჩართული იქნა კონკურსში.

45 ფილმი ფესტივალის ცალკეულ პირობებთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხვდა საკონკურსო სიაში, თუმცა “დიოგენე 2020” შეეცდება ამ ფილმებსაც გაუკვალოს გზა ჩვენს მაყურებლამდე. ამასთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მათი უმეტესობა, ავტორებთან თუ საავტორო უფლებების პატრონებთან შეთანხმების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში.


საკონკურსოდ წარდგენილი ფილმები გადაეგზავნათ ფესტივალის ჟიურის წევრებს და განთავსდებიან კინოაკადემიის საიტზე და ჩვენს FB გვერდზე.