Categories
ახალი ამბები

დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია – 27 ნოემბერს, კვირას 19.00

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია – 27 ნოემბერს, კვირას 19.00

გთხოვთ მობრძანდეთ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში

(მის. ძმები კაკაბაძეების -2, რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდის პირდაპირ);

რაზე შენდება ჩვენი – თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალი “დიოგენე”

კინოფესტივალის „დიოგენე“ შექმნის იდეა ეფუძნება სამ მთავარ თეზისს:

1.”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” (ამიტომაა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურს)

2.”მაყურებელი კი არ მოდის ჩვენთან, არამედ ჩვენ მივდივართ მაყურებელთან” (ამიტომაა ფესტივალის ძორითადი ფორმატი – ინტერნეტი)

3.”ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”, ამიტომ მოიცავს ჩვენი ფესტივალი ოთხ მთავარ და გასხვავებულ ჟანრს კინემატოგრაფში. ჩვენს ასევე მივესალმებით ინოვაციას, ყოველივე ახალს კინოში და დიდი ინტერესით განვიხილავთ და ვღებულობთ ძირითად კონკურსში ვერტიკალური ფორმატის (მობილურით გადაღებული და დამონტაჟებული) ნამუშევრებსაც.

რით არის გამორჩეული ჩვენი ფესტივალი სხვა ფესტივალებისაგან?

1. ფესტივალი ტარდება ინტერნეტ ფორმატში, რაც რეგიონში უპრეცენდენტოა და საქართველოს – თბილისის გარდა ამიერ – იმიერ კავკასიაში და ლამის შავი ზღვის რეგიონში ერთადერთია.

2. ფესტივალს ყავს ორი ჟიური:

მთავარი ჟიური, რომელიც კომპლექტება ქართველი და უცხოელი მაღალპროფესიონალური ხელოვანებით კინოს დარგში და ასევე ჩვენი ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებულებით.

სტუდენტური ჟიური – რომელიც კომპექტება ჩვენი უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტობით.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სტუდენტებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც არა სტუდენტური და საყმაწვილო არამედ პროფესიონალების მიერ შექმნილი ფილმების შეფასებას ახორციელებს – უპრეცენდენტოა ჩვენს რეგიონში და არა მარტო.

ჩვენი ფესტივალისთვის ეს – ხედვაა, მომავალი თაობის აწმყოზე, ანუ პროცესებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით მათი „აქტიური“ ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს კინოხელოვნებაში, მაგრამ საწინდარია ამ დარგის განვითარების და პოპულარიზაციისა.

დიახ, ჩვენი მიზანია – „მეტი ახალგაზრდობის ჩართვა ჩვენი ფესტივალის უშუალო მშენებლობაში, მართვასა და განვითარებაში“

ჟიურის გადაწყვეტილებებისა და ფესტივალის საბოლოო შედეგების მიღებაში ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ზრდის მათ მოტივაციას თავიანთ პროფესიებში რეალიაზაციისთვის და ფესტივალს სძენს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან ფორმატს – ის, ხდება არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ – საგანმანათლებლოც, სადაც კინოს სიყვარული აერთიანებს, სხვადასხვა პროფესიათა ათვისებით დაკავებულ ახალგაზრდობას. ეს ყველაფერი ეხმარება არა მხოლოდ ქართული კულტურის და ქართული კინოს პროპაგანდას, არამედ ქართული და უცხოური პროდუქციის გაცნობას და რეკლამირებას მსოფლიო ბაზარზე.

კინო – პროფესიონალები, კინო – მოყვარულებო და კინო – გულშემატკივრებო – გეპატიჟებით თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში და ერთად ვეზიაროთ კინოგამარჯვებების უნიკალური შეგრძნება.

P.S.

ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განვახორციელებთ დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლიაციას.

ლინკი: https://www.facebook.com/groups/httpsdiogenesfest.comfbclidiwar1kgdxhtelfqw