Categories
ახალი ამბები

ფესტივალის დაიჯესტი
(22 ნოემბერი 2021)

მოგესალმებით ყველას თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 ინტერნეტ ფესტივალის „დიოგენე 2021 სახელით“!

ფესტივალზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ათასზე (1006) მეტმა რეჟისორმა.

მათ წარმოადგინეს სხვადასხვა ჟანრისა და ხანგრძლივობის 1132 ფილმი.

სამწუხაროდ, ყველა ფილმი (ხშირად მათი შესრულების მაღალი დონის მიუხედავად) ვერ გაივლის შესარჩევ ეტაპს.ძირითად კონკურსში მონაწილეობისათვის შეირჩევა დაახლოებით 80-მდე ნამუშევარი. ამრიგად, ჩვენ გუნდს მოუწევს უმძიმესი ამოცანის გადაჭრა – ფესტივალზე წარმოდგენილი 14-15 ღირსეული ფილმიდან მხოლოდ ერთის ამორჩევა!!!

მათ შორის საუკეთესოებს უკვე განსაზღვრავს კომპეტენტური, საერთაშორისო ჟიური.

ასევე ფესტივალის ფარგლებში დაკომპლექტება ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს საგანგებო წამახალისებელი პრიზისა და სიგელის – „სერენადას“ გამარჯვებულებს. ეს პრიზი დაწესებულია ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის, ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად და მათი უდიდესი ღვაწლის საპატივცემულოდ.

ფესტივალის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საზეიმო დახურვის დროს, რომელიც გაიმართება 12-15 დეკემბერს (ზუსტი თარიღი დამატებით გეცნობებათ).

პრიზების გადაცემის ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში განხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით. მაყურებელთა სიმპათიის პრიზის მფლობელის გამოვლენაზე გავლენას მოახდენს თითოეული აქტიური მაყურებელი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთვება ჩვენი ფესტივალის მუშაობაში: ყველა, ვინც ეწვევა ჩვენს ოფიციალურ საიტს, ან ფეისბუქ-გვერდზე დარეგისტრირდება, უპრობლემოდ ნახავს შერჩეულ ფილმებს, შემდგომ კი თავის შეფასებას გამოიტანს.მოკლემეტრაჟიანი ეროვნული კინოს პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა რამდენიმე საგანმანათლებლო ლექცია.

ჩვენი ფესტივალი ნელ-ნელა მუშაობის ცხელ ფაზაში შედის!