Categories
დიოგენე 2021

პირობები

1. ფესტივალში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-საიტზე რეგისტრირება და უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.

2. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 30 წამიდან – 15:00 წუთამდე.

3. ფილმს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად – იმისთვის, რომ ავტორის/დიქტორის ტექსტი თუ გმირთა დიალოგები გასაგები გახდეს საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებისთვის.

4. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორ(ებ)ის გვარი, სახელი, ავტორ(ებ)ის 2 ფოტო ( 1200 dpi გარჩევადობის), საკონტაქტო მონაცემები, ქვეყანა და 3 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან (1200 dpi გარჩევადობის ).

5. თემა თავისუფალი, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები (არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა სეპარატიზმს, არა რელიგიურ და ეთნიკურ შეუწყნარებლობას).

6. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.

7. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.

8. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.

9. Diogenes 2021 ონლაინ ფორმატის გამო ავტორებმა უნდა მოგვაწოდონ ფილმების ლინკები და პაროლები ფესტივალის ოფიციალური ინტერნეტ-პლატფორმებიდან მათი საჯაროდ ჩვენებისათვის

10. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 -2021 წლებში.

11. ფესტივალში მონაწილეობა ფასიანია, გადასახადი შეადგენს აშშ 5$-ს ან 4 €. ამასთან, რამდენადაც ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, ამდენად საქართველოში, ან საქართველოსთან ერთად წარმოებული (კოპროდუქცია) ფილმებისთვის,—რეგისტრაცია უფასოა.

 

დამატებითი შეკითხვების წარმოშობის შემთხვევაში მოგვმართეთ საიტზე

ფესტივალის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე: DiogenesGeorgia

ელექტრონულ ფოსტაზე: diogenes2020v@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

+995 595 55 94 99 – ქართულად

+995 551 23 09 62 – ინგლისურად