Categories
ახალი ამბები

15.09.2021 სტატისტიკა

Categories
ახალი ამბები

ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი

ბატონი ელდარ შენგელაია,დიდი ქართველი კინორეჟისორი, კლასიკად ქცეული ქართული ფილმების შემქმნელი, რომლებზეც თაობები გაიზარდა; ჩვენი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ ფესტივალის “დიოგენეს2020” ჟიურის საპატიო თავჯდომარე.სიუჟეტი ეძღვნება ბატონი ელდარის ახალ ფილმს.

Categories
ახალი ამბები

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ–ფესტივალი “დიოგენე 2021”

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია : “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” ამ ეტაპზე შემოსულია ფეტივალის მონაწილეობის 300 -ზე მეტი ფილმი (მხატვრული, დოკუმენტური, ვიდეო არტი/ანიმაცია, ექსპერიმენტული) 30 წამიდან – 15.00 წუთამდე მოცულობით. შედით საიტზე diogenesfest.com , დარეგისტრირდით და გადმოგვიგზავნეთ თქვენი ფილმი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ქვემოთ მოცემულია რუქა, სადაც ლურჯადაა მონიშნული ის ქვეყნები, რომლებიდანაც ჩვენს ფესტივალიზე “დიოგენე 2021” კონკურში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები და ფილმებია შემოსული.

Categories
ახალი ამბები

“დიოგენე 2021” ფილმის ფესტივალი

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ პირობები:
1. ფესტივალში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-საიტზე რეგისტრირება და უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
2. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 30 წამიდან -15:00 წუთამდე.
3. ფილმს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად – იმისთვის, რომ ავტორის/დიქტორის ტექსტი თუ გმირთა დიალოგები გასაგები გახდეს საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებისთვის.
4. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორ(ებ)ის გვარი, სახელი, ავტორ(ებ)ის 2 ფოტო ( 1200 dpi გარჩევადობის), საკონტაქტო მონაცემები, ქვეყანა და 3 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან (1200 dpi გარჩევადობის ).
5. თემა თავისუფალი, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები (არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა სეპარატიზმს, არა რელიგიურ და ეთნიკურ შეუწყნარებლობას).
6. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.
7. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.
8. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.
9. Diogenes2021 ონლაინ ფორმატის გამო ავტორებმა უნდა მოგვაწოდონ ფილმების ლინკები და პაროლები ფესტივალის ოფიციალური ინტერნეტ-პლატფორმებიდან მათი საჯაროდ ჩვენებისათვის
10. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 -2021 წლებში.

Categories
ახალი ამბები

დიოგენე 2021

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმებისმე-2 საერთაშორისო ინტერნეტ–ფესტივალი “დიოგენე 2021”.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს კინოაკადემია და მედია-კომპანია “დიოგენე 2020” აწყობენ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალს “დიოგენე 2021”, რომელიც ტრადიციულად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის