Categories
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის”დიოგენე 2024″ კატალოგის წინასიტყვაობა :

წელს, მეხუთედ ტარდება თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი “დიოგენე 2024”, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ უამრავი თაყვანისმცემლისა და მონაწილესათვის, რომელებიც არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ჩვენი ფესტივალის შექმნის და ხუთწლიანი საქმიანობის საფუძველი და მიზანი არის, იყო და იქნება მოკლემეტრაჟიანი ქართული და უცხოური კინოს პოპულარიზაცია.

ძალიან საინტერესო და მდიდარი პერიოდი გამოვიარეთ 2020 წლიდან დღემდე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რაც კინოაკადემიამ შეიტანა ჩვენი ფესტივალის ფეხზე მყარად დადგმაში. ამის შესაძლებლობა არ გვექნებოდა ჩვენ დამოუკიდებელ კინომატიგრაფისტებს, რომ არა მნიშვნელოვანი თარიღი 2012 წელი, როცა ქვეყანაში შეიცვალა მთავრობა, მოვიდა „ქართული ოცნება“ და მოქალაქეებისათვის ძირეული, სასიცოცხლო ცვლილებები დაიგეგმა, განხორციელდა და კვლავაც ხორციელდება. სწორედ ხალხისაკენ ამ შემობრუნების დამსახურებაა, ის რომ კინოაკადემია სრული დატვირთვით ამუშავდა და ბატონი ბუბა (რამაზ) ხოტივარის (კინაკადემიის მაშინდელი პრეზიდენტი) თაოსნობით უამრავ საინტერესო იდეას მიეცა საჭირო მიმართულება და ისინი წარმატებით განხორციელდა. შეიქმნა ძლიერი და ერთგული სამუშაო და საინიციატივო ჯგუფი, რომლიც ძალიან მცირე ანაზღაურებით ახერხებდა და დღესაც ახერხებს, დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ფესტივალის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ფესტივალის პროფესიულ საქმიანობას და მის პრესტიჟს განსაზღვრავს შეფასების სისტემა და შემფასებლები, რომლებიც ყურადღებით აფასებენ ფილმებს და ანიჭებენ მათ დამსახურებულ ჯილდოებს და პრიზებს.

შეუძლებელია არ ავღნიშნოთ მათი წვლილი და დიდი მადლიერებით არ მოვიხსენიოთ – ფესტივალის საპატიო თავჯდომარეები, ქართული კინოს კორიფეები – ბატონი ელდარ შენგელაია, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილი, ბატონები ირაკლი პაპავა, გოგი თორაძე და ყველას ვინც ფესტივალის ჟიურის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და დღესაც ღებულობს.

2020 წელს, პანდემიის მძიმე პერიოდში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით, უშუალოდ ბატონი კახა კალაძის, ბატონი ბექა დავითულიანის, ბატონი ანდრო ბასილაიას მონაწილეობამ, ყურადღებამ და გულისხმიერებამ მოგვცა საშუალება ჩვენი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ ყავს შავი ზღვის რეგიონში – „საერთაშორისო ინტერნეტ (ონლაინ) კინოფესტივალი“ მთელი ძალით აგვემუშავებინა და მოგვეცვა მთელი მსოფლიო.

ხუთი წლის მანძილზე გვერდით გვედგნენ ჩვენი დიდი გულშემატკივრები და პარტნიორები – საქართველოს კულუტის პალატა, მწერალთა სახლი, რამოდენიმე დამოუკიდებელი სტუდია (სოკო სტუდიო და სტუდია კოტს) – უდიდესი მადლობა მათ ერთგულებისა, თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პერიოდულად ერთვება ჩვენი ფესტივალის საქმიანობაში და გვიწევს დახმარებას, იმედია წელსაც და მომავალშიც ეს ურთიერთთანამშრომლობა არ შეწყდება და პირიქით უფრო გაღრმავრდება, რადგან ფესტივალს წინ დიდი გეგმები და ინოვაციები აქვს.

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალს “დიოგენე“ თავისი დაარსებიდან დღემდე მიღებული აქვს ხუთი ათასზე მეტი განაცხადი საკონკურსო პროგამაში მონაწილებოსათვის. არ მოიძებნება ქვეყანა და ამ ქვეყნის წარმომადგენელი – რეჟისორი, რომელსაც არ მიეღო მონაწილეობა ფესტივალში და არ შემოეტანა თავისი ნამუშევარი საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობისათვის.

წელს ფესტივალის ფორმატში შემოვიტანეთ ორი ინოვაცია:

1. ვატარებთ ფესტივალს ორ სეზონად – გაზაფხული – ზაფხული. “გაზაფხულის სეზონი” ამჯერად ჩატარდა კინემატოგრაფიულ ქალაქ ოდესაში, ხოლო “შემოდგომის სეზონი” ტრადიციულად თბილისში ჩატარდება.

2. საქართველოს პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით და მათი უშუალო თანადგომით “საზოგადოებრივი ჟიურის” შექმნა.საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, უკვე დაგეგმილი გრაფიკით და პირობებით, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ – ფესტივალი „დიოგენე“ თავისი საკონკურსო ფილმებით შევიდა მე-16 დაწესებულებაში, სადაც ჩამოყალიბდა მსჯავდებულებისგან დაკომპლექტებული “საზოგადოებრივი ჟიური”, რომელიც არჩევს საუკეთესო ფილმებს და სამომავლოდ დაუწესებს მათ შესაბამის ჯილდოებს და დიპლომებს.

უდიდესი მადლობა, ჩვენს ახალ პარტნიორს საქართველოს პენიტენციურ სამსახურს თანამშრომლობისთვი და დიდი ყურადღებისათავის, მოკლემეტრაჟიანი ქართული და უცხოური კინოს პოპულარიზაციის საქმეში გაწეული დახმარებისთვის.

წარმატებები და წინსვლა ფესტივალის ყოველ მონაწილეს, სამუშაო ჯგუფს, ჟიურის, პარტნიორებს (თბილისის მუნიციპალური მერიას, – საქართველოს კულუტის პალატა, მწერალთა სახლი, დამოუკიდებელი სტუდიებს – სოკო სტუდიო და სტუდია კოტს, საქართველოს პენიტენციურ სამსახურთან) და ყოველ თქვენგანს.

უდიდესი პატივისცემით, ფესტივალის დირექტორი, კობა ცხაკაია, მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი.

2024

P.S.

შეგახსენებთ, რომ:

ძირითად კონკურსში მოხვედრილი ფილმების სია გახდება ცნობილი 25 აგვისტოს.

23 – 25 – 26 სექტემბერს შედგება საუკეთესო ფილმების ჩვენება.

28 სექტემბერს შედგება დახურვა, გამოცხადდება საბოლოო რეზულტატები და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.