21 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის (TIAF) გამარჯვებულს, ნომინაციაში – “საუკეთესო სტუდენტური ფილმი” – მარია სკუტარუს, საზეიმო ვითარებაში გადასცა, საქართველოს კინოაკადემიის (Georgian Film Academy) მიერ დაწესებული პრიზი.
მარია სკუტარუ, რუმინეთის ქალაქ იაშში ცხოვრობს, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია – 2019 წლიდან. საუბარი შეეხო ქართულ-რუმინული კულტურული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას. ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში მოიპატიჟა მარია სკუტარუ – მომავალ ფესტივალზე მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია – 27 ნოემბერს, კვირას 19.00
გთხოვთ მობრძანდეთ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში
(მის. ძმები კაკაბაძეების -2, რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდის პირდაპირ);
რაზე შენდება ჩვენი – თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალი “დიოგენე”
კინოფესტივალის „დიოგენე“ შექმნის იდეა ეფუძნება სამ მთავარ თეზისს:
1.”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” (ამიტომაა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურს)
2.”მაყურებელი კი არ მოდის ჩვენთან, არამედ ჩვენ მივდივართ მაყურებელთან” (ამიტომაა ფესტივალის ძორითადი ფორმატი – ინტერნეტი)
3.”ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”, ამიტომ მოიცავს ჩვენი ფესტივალი ოთხ მთავარ და გასხვავებულ ჟანრს კინემატოგრაფში. ჩვენს ასევე მივესალმებით ინოვაციას, ყოველივე ახალს კინოში და დიდი ინტერესით განვიხილავთ და ვღებულობთ ძირითად კონკურსში ვერტიკალური ფორმატის (მობილურით გადაღებული და დამონტაჟებული) ნამუშევრებსაც.
რით არის გამორჩეული ჩვენი ფესტივალი სხვა ფესტივალებისაგან?
1. ფესტივალი ტარდება ინტერნეტ ფორმატში, რაც რეგიონში უპრეცენდენტოა და საქართველოს – თბილისის გარდა ამიერ – იმიერ კავკასიაში და ლამის შავი ზღვის რეგიონში ერთადერთია.
2. ფესტივალს ყავს ორი ჟიური:
მთავარი ჟიური, რომელიც კომპლექტება ქართველი და უცხოელი მაღალპროფესიონალური ხელოვანებით კინოს დარგში და ასევე ჩვენი ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებულებით.
სტუდენტური ჟიური – რომელიც კომპექტება ჩვენი უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტობით.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სტუდენტებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც არა სტუდენტური და საყმაწვილო არამედ პროფესიონალების მიერ შექმნილი ფილმების შეფასებას ახორციელებს – უპრეცენდენტოა ჩვენს რეგიონში და არა მარტო.
ჩვენი ფესტივალისთვის ეს – ხედვაა, მომავალი თაობის აწმყოზე, ანუ პროცესებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით მათი „აქტიური“ ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს კინოხელოვნებაში, მაგრამ საწინდარია ამ დარგის განვითარების და პოპულარიზაციისა.
დიახ, ჩვენი მიზანია – „მეტი ახალგაზრდობის ჩართვა ჩვენი ფესტივალის უშუალო მშენებლობაში, მართვასა და განვითარებაში“
ჟიურის გადაწყვეტილებებისა და ფესტივალის საბოლოო შედეგების მიღებაში ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ზრდის მათ მოტივაციას თავიანთ პროფესიებში რეალიაზაციისთვის და ფესტივალს სძენს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან ფორმატს – ის, ხდება არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ – საგანმანათლებლოც, სადაც კინოს სიყვარული აერთიანებს, სხვადასხვა პროფესიათა ათვისებით დაკავებულ ახალგაზრდობას. ეს ყველაფერი ეხმარება არა მხოლოდ ქართული კულტურის და ქართული კინოს პროპაგანდას, არამედ ქართული და უცხოური პროდუქციის გაცნობას და რეკლამირებას მსოფლიო ბაზარზე.
კინო – პროფესიონალები, კინო – მოყვარულებო და კინო – გულშემატკივრებო – გეპატიჟებით თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში და ერთად ვეზიაროთ კინოგამარჯვებების უნიკალური შეგრძნება.
P.S.
ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განვახორციელებთ დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლიაციას.
კახა ლაბუჩიძემ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს პრიზი გადასცა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს, ირანელ რეჟისორს კიომას მოჰამედ ჩენარს, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით პრიზი გადასცა. კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პანდემიამ შექმნა ახალი რეალობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაშიც მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ქვეყანას კულტურის განვითარების დინამიკა. სწორედ ამიტომ, მსგავსი შემოქმედებითი ფესტივალებისა და პროექტების მხარდამჭერი მუდმივად იქნება თბილისის საკრებულო და მერია. კინოფესტივალი „დიოგენე“, რომლის იდეის ავტორებიც რეჟისორი კობა ცხაკაია და დრამატურგი სოსო მჭედლიშვილია, პანდემიის პერიოდში დაარსდა სლოგანით „დარჩი სახლში, ‒ გადაიღე ფილმი“. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყნის ცნობილი თუ დებიუტანტი რეჟისორი მონაწილეობს. წელს, კონკურსში 1200-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც ფინალისთვის 27 მხატვრული ფილმი შეირჩა. ფესტივალის მთავარი პრიზი წელს ოთხ ფილმს გადაეცა, ხოლო ხუთმა წამახალისებელი დიპლომი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში დაწესდა სპეციალური პრიზი სახელწოდებით „სერენადა“, რომელიც მიეძღვნა ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის ხსოვნას. ფესტივალის პარტნიორია თბილისის მერია, საქართველოს კინოაკადემია, კულტურის პალატა და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ფოტორეპორტაჟი თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2021” დაჯილდოებისა და საზეიმო დახურვის ცერემონიიდან. (ფოტო: გოგა ნინოშვილი)
15 დეკემბერი, 18:00 საათი. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯი კინოს დარბაზი, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2021” დახურვის ცერემონია
ლევან ხოტივარი (1902-1980), ქართლოს ხოტივარი (1936-1990), რამაზ-ბუბა ხოტივარი (1946-2021)
ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელთა (ლევან, ქართლოს, რამაზ (ბუბა) ხოტივარები, ზურაბ თუთბერიძე) ქართული კინოს განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისა და დამსახურების აღსანიშნავად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალი “დიოგენე 2021”-ის მესვეურებმა გადაწყვიტეს ფესტივალის ფარგლებში დაწესდეს სპეციალური პრიზი და სიგელი, სახელწოდებით „სერენადა“. ისინი გადაეცემათ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც გამოირჩევიან კრეატიულობით, ჰუმანურობითა და იუმორით.