ლევან ანჯაფარძის შემოქმედებითი საღამო

ყურადღება, ძვირფასო მეგობრებო!
ხვალ, პარასკევს, 14 – მარტს, საღამოს
7-საათზე (19სთ) კინოაკადემიის კინო დარბაზში, გაიმართება კინორეჟისორისა და სცენარისტის, ჩვენი ფესტივალის მეგობრის, საერთაშორისო ჟიურის წევრის, ლევან ანჯაფარძის შემოქმედებითი საღამო.
ნაჩვენები იქნება კადრები ფილმებიდან, იქნება მოგონება, სითბო, სიყვარული და გაჟღერდება ძალიან საინტერესო, სამომავლო გეგმები.
ერთადერთი პრობლემაა შეზღუდული რაოდენობის ადგილები და მოსაწვევები.
აქედან გამომდინარე, “ძალიან თბილისური სვიდანია”,რომელიც ითვალისწინებს 15 და 30 – წუთიან დაგვიანებებს, არ გამოვა… იჩქარეთ!