თბილისის მე-6 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის „დიოგენეს“ განცხადება
ქალბატონებო და ბატონებო, ძნელია დღეს თქვა რომ დგახარ პოლიტიკის გარეთ და არ ერევი მასში.
უბრალო ადამიანური ურთიერთობა, საუბარი, ახალი იდეების მიწოდება თითქმის შეუძოებელი გახდა.
ყველა საუბარი ან ინფორმაციის გაცვლა ნახევრად ან მთლიანად გაჯერებულია პოლიტიკით და უკვე ადამიანები კი არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, კი არ ურთიერთობენ, არამედ ესაა პოლიტიკური პოზიციების მკაფიო მოხაზვა და ყველაფრის ამ იდეოლოპგიური შინაარსით ამღვრევა.
არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა გავიხსენოთ ნამდვილი ურთიერთობები, როცა ხდებოდა სულიერი და კულტურული ფასეულობების გაცვლა – გაზიარება და ეს აიძულებდა ბოროტებას შერცხვენოდა, ომს შეწყვეტილიყო და ეგოცენტრიკულ მანიაკს, ვერ ჩაეგდო სახელმწიფოს სადავეებთან.
ეს აიძულებდა უგემოვნებას დამუნჯებულიყო და ხელოვნებას აღზევებულიყო.
ჩვენი ფესტივალი სწორედ ამას ემსახურება.
მას სურს – თავისი არსით და მისწრაფებით აღადგინოს ადამიანური ურთერთობა და დაიწყოს კულტურათა შორისი საუბარი. განახლდეს კულტურული და სულიერი დიალოგი.
ჩვენ (თბილისის საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალი “დიოგენე”) დარწმუნებული ვართ, რომ ამას შევძლებთ, ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას და ეს ხდება კიდეც, იმედს ვიტოვებთ ასევე გაგრძელდება.
მთავარია დაძლიოს პოლიტიზირებული შტამპები და სულიერება მოკლებული კლიშეები და თნდაც ფერსტივალის ფარგლებში დავიწყოთ და გავაღრმაოთ ეს დიალოგი.
ეს აიძულებდა ბოროტებას შერცხვეს, ომს შეწყდეს, ეგოცენტრიული მანიაკი, ვერასოდეს გასცდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს.