მთავარი ჟიურის დღე
დღეს, 19 სექტემბერს, გაიმართა ინტერნეტ-კონფერენცია ფესტივალის მთავარ ჟიურისთან.
მთავარი ჟიურის წევრები იყვნენ:
მაია (მაკო) ლევანიძე – საქართველო
ეთერ ფარჩუკიძე – საქართველო
ბაჩი – (სილოვან) სულამანიძე– საქართველო
მაქს ეპშტეინი – ისრაელი
ვიტალია ბაბუშჩაკი – უკრაინა
ვინც საპატიო მიზეზების გამო ვერ ჩაერთო, მოგვაწოდა მოსაზრებები და შედეგები წერილობითი სახით.
საბოლოოდ, დადგინდა, თუ რომელი ფილმები დაჯილდოვდება მთავარი ჟიურის მიერ დიპლომებითა და პრიზებით.
შეგახსენებთ, რომ მთავარი ჟიური გადასცემს ოთხ სახელობით პრიზს, ასევე ოთხ წამახალისებელ დიპლომს და ერთ სპეციალური დიპლომს.
ინტერნეტ-კონფერენციას კურირებდა, ჩვენი ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ქალბატონი მანანა ლეკბორაშვილი, ხოლო ეს შეხვედრა მოაწყო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: ლიზი ჯამაგიძე და მარიამ ხუციშვილი.







