მადლიერების წერილი
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სახელით მოგვივიდა სამადლობელი წერილი. დიდ მადლობას ვუხდით მათ თანადგომისა და პარტნიორობისათვის.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება:
თბილისის მე-6 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალ “დიოგენე 2025”-ის ბაზაზე შეიქმნა პროექტი პენიტენციურ სისტემაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის — შემეცნებით-საგანმანათლებლო სალექციო კურსის, ვორქშოპისა და ფილმების რეტროსპექტივის სახით.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს ხუთმა ქართველმა კინომოღვაწემ: ლევან ანჯაფარიძემ (კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, კინოფესტივალ “დიოგენეს” პარტნიორი, სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფის წევრი), მანანა ლეკბორაშვილმა (პროფესორი, კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინოფესტივალ “დიოგენეს” პარტნიორი, სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფის წევრი), ქეთი პატარაიამ (კინოდრამატურგი, მწერალი), მერაბ ჩხაიძემ (კინორეჟისორი, მწერალი, კინოფესტივალ “დიოგენეს” ლაურეატი) და ანი მამაიაშვილმა (კინოდოკუმენტალისტი, ვაჟა ზუბაშვილის შემოქმედებითი სახელოსნოს კურსდამთავრებული, კინოფესტივალ “დიოგენეს” ლაურეატი).
ფესტივალის სახელით გულითად მადლობას ვუხდით მათ თანადგომისა და ფესტივალის საქმიანობაში შეტანილი ჰუმანიტარული წვლილისათვის.
დიდესი მადლობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, N11 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას, ქალბატონ ინგა სარჯველიძეს და ქალბატონ ნატალია ზაქარეიშვილს.




