მცირედი ცვლილება ფესტივალის განაცხადში
მეგობრებო, მოხდა მცირედი ცვლილება ჩვენი ფესტივალის განაცხადში.
ქალაქ ხაიფას მაგივრად ფესტივალის მეოთხე ეტაპი ჩატარდება იერუსალიმში იმავე ვადებში რაც არის და იყო მინიშნენული ხაიფაში.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების თბილისის მე-6 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის „დიოგენე 2025“ (თბილისი – ოდესა – ტალინი – იერუსალიმი)
სლოგანი: „ახალი ჰორიზონტები, შემოქმედებითი გამბედაობა და ინოვაცია“
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი „დიოგენე 2025“ ოთხ სეზონში გაიმართება:
1. „დიოგენე ოდესა“.
2. „დიოგენე თბილისი“
3. “დიოგენე ტალინი”
4. “დიოგენე – იერუსალიმი”
ფილმების მიღება დაიწყება 15 იანვრიდან
- „დიოგენე ოდესა“ ფილმების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.
- „დიოგენე თბილისი“ – ფილმების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
- „დიოგენე ტალინი“ – ფილმების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.
- „დიოგენე – იერუსალიმი“ – ფილმების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
ფესტივალზე „დიოგენე ოდესა“, „დიოგენე თბილისი“ და „დიოგენე ტალინი“, „დიოგენე – იერუსალიმი“ ფილმების წარდგენის პირობები:
ა) მიიღება 2024 წელს ან 2023 წელზე გვიან წარმოებული ფილმები, აგრეთვე 2025 წელს გამოსული ფილმები.
ბ) ფილმის ხანგრძლივობა (მთავარი ფილმის ტიტრებით) არ უნდა აღემატებოდეს 21 წუთს.
გ) მიიღება შემდეგი ჟანრის პროფესიონალური წარმოების ფილმები:
მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, მუსიკა (არა ვიდეო) და ექსპერიმენტული ფილმები.
დ) მისასალმებელია ვერტიკალური კინოს ჟანრში გადაღებული ფილმებიб ისევე როგორც ყველაფერი ახალი, აზრიანი და მნიშვნელოვანი.
ე) თითოეულ ავტორს შეუძლია ფესტივალზე წარადგინოს არაუმეტეს 2 (ორი) ფილმი.
სხვა დეტალებს და განაცხადის შევსების ფორმას გაეცნობთ ჩვენს საიტზე. ასევე ფესტივალების საერთაშორისო პლატფორმებზე.