ყურადღება! Attention!
თბილისის მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი “დიოგენე 2024” საკონკურსო ფილმების კინოსეანსებზე გიწვევთ ყველასა ვისაც აინტერესებს მოკლემეტრაჟიანი კინოს სიახლეები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება დაიწყება ორშაბათს, 23 სექტემბერს 19.00 და გაგრძელდება 24-25-26 სექტემბერს ასევე 19.00
ნაჩვენები იქნება ფესტივალის ფავორიტი ფილმების პროგრამა, რომელიც შეარჩია ფესტივალის სამმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჟიურიმ სპეციალურად მაყურებლისთვის.
თითეული დღის პროგრამაში შესაულია 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სეანსის ხანგრძლივობა არ აღემატება 90 წუთს.
ყველა სეანსის დაწყების წინ მაყურებლისათვის განხორციელდება მცირე წარდგინება ამ დღეს წარმოდგენილი ფილმების შესახებ, რომლებიც მოამზადა ფესტივალის სტუდენტური ჟიურის წევრებმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მომავალმა კინო და თეატრმცოდნეენი – მარიამ ხუციშვილმა და ანასტასია ჩერნეცოვა.
Admission is free!
სეანსები გაიმართება საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში.
მისამართ: ძმები კაკაბაძეების 2. (მეტრო რუსთაველის გვერდით)
P.S.
ყოველი დღის პროგრამა გამოქვეყნდება წინასწარ, კონკრეტულ სეანსამდე ერთი დღით ადრე.