Categories
ახალი ამბები

ფესტივალის დაიჯესტი
(22 ნოემბერი 2021)

მოგესალმებით ყველას თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 ინტერნეტ ფესტივალის „დიოგენე 2021 სახელით“!

ფესტივალზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ათასზე (1006) მეტმა რეჟისორმა.

მათ წარმოადგინეს სხვადასხვა ჟანრისა და ხანგრძლივობის 1132 ფილმი.

სამწუხაროდ, ყველა ფილმი (ხშირად მათი შესრულების მაღალი დონის მიუხედავად) ვერ გაივლის შესარჩევ ეტაპს.ძირითად კონკურსში მონაწილეობისათვის შეირჩევა დაახლოებით 80-მდე ნამუშევარი. ამრიგად, ჩვენ გუნდს მოუწევს უმძიმესი ამოცანის გადაჭრა – ფესტივალზე წარმოდგენილი 14-15 ღირსეული ფილმიდან მხოლოდ ერთის ამორჩევა!!!

მათ შორის საუკეთესოებს უკვე განსაზღვრავს კომპეტენტური, საერთაშორისო ჟიური.

ასევე ფესტივალის ფარგლებში დაკომპლექტება ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს საგანგებო წამახალისებელი პრიზისა და სიგელის – „სერენადას“ გამარჯვებულებს. ეს პრიზი დაწესებულია ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის, ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად და მათი უდიდესი ღვაწლის საპატივცემულოდ.

ფესტივალის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საზეიმო დახურვის დროს, რომელიც გაიმართება 12-15 დეკემბერს (ზუსტი თარიღი დამატებით გეცნობებათ).

პრიზების გადაცემის ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში განხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით. მაყურებელთა სიმპათიის პრიზის მფლობელის გამოვლენაზე გავლენას მოახდენს თითოეული აქტიური მაყურებელი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთვება ჩვენი ფესტივალის მუშაობაში: ყველა, ვინც ეწვევა ჩვენს ოფიციალურ საიტს, ან ფეისბუქ-გვერდზე დარეგისტრირდება, უპრობლემოდ ნახავს შერჩეულ ფილმებს, შემდგომ კი თავის შეფასებას გამოიტანს.მოკლემეტრაჟიანი ეროვნული კინოს პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა რამდენიმე საგანმანათლებლო ლექცია.

ჩვენი ფესტივალი ნელ-ნელა მუშაობის ცხელ ფაზაში შედის!

Categories
ახალი ამბები

დიოგენე 2021 დილის პალიტრაზე

“დილის პალიტრა” თამთა კვარაცხელია და თბილისის მე-2 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი “დიოგენე 2021”.
სტუმრები : სოსო მჭედლიშვილი და კობა ცხაკაია.

Categories
ახალი ამბები

1TV საქართველოს რადიო: პიკის საათი

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტფესტივალი „დიოგენე 2021,“ ტრადიციულად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 1000-მდე განაცხადი მსოფლიოს 90 ზე მეტი ქვეყნიდანაა შემოსული. დაგეგმილია რამდენიმე, საგანმანათლებლო ვორქშოპის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.

რესპონდენტები:
კობა ცხაკაია – ფესტვალის ორგანიზატორი, კინორეჟისორი;
სოსო მჭედლიშვილი – თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტფესტივალზე „დიოგენე 2021“ თანაორგაზატორი;
ზურა იობაშვილი – დებიუტანტი რეჟისორი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

ნახეთ აქ:

Categories
ახალი ამბები

ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი

ბატონი ელდარ შენგელაია,დიდი ქართველი კინორეჟისორი, კლასიკად ქცეული ქართული ფილმების შემქმნელი, რომლებზეც თაობები გაიზარდა; ჩვენი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ ფესტივალის “დიოგენეს2020” ჟიურის საპატიო თავჯდომარე.სიუჟეტი ეძღვნება ბატონი ელდარის ახალ ფილმს.

Categories
ახალი ამბები

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ–ფესტივალი “დიოგენე 2021”

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია : “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” ამ ეტაპზე შემოსულია ფეტივალის მონაწილეობის 300 -ზე მეტი ფილმი (მხატვრული, დოკუმენტური, ვიდეო არტი/ანიმაცია, ექსპერიმენტული) 30 წამიდან – 15.00 წუთამდე მოცულობით. შედით საიტზე diogenesfest.com , დარეგისტრირდით და გადმოგვიგზავნეთ თქვენი ფილმი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ქვემოთ მოცემულია რუქა, სადაც ლურჯადაა მონიშნული ის ქვეყნები, რომლებიდანაც ჩვენს ფესტივალიზე “დიოგენე 2021” კონკურში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები და ფილმებია შემოსული.

Categories
ახალი ამბები

“დიოგენე 2021” ფილმის ფესტივალი

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ პირობები:
1. ფესტივალში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-საიტზე რეგისტრირება და უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
2. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 30 წამიდან -15:00 წუთამდე.
3. ფილმს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად – იმისთვის, რომ ავტორის/დიქტორის ტექსტი თუ გმირთა დიალოგები გასაგები გახდეს საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებისთვის.
4. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორ(ებ)ის გვარი, სახელი, ავტორ(ებ)ის 2 ფოტო ( 1200 dpi გარჩევადობის), საკონტაქტო მონაცემები, ქვეყანა და 3 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან (1200 dpi გარჩევადობის ).
5. თემა თავისუფალი, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები (არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა სეპარატიზმს, არა რელიგიურ და ეთნიკურ შეუწყნარებლობას).
6. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.
7. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.
8. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.
9. Diogenes2021 ონლაინ ფორმატის გამო ავტორებმა უნდა მოგვაწოდონ ფილმების ლინკები და პაროლები ფესტივალის ოფიციალური ინტერნეტ-პლატფორმებიდან მათი საჯაროდ ჩვენებისათვის
10. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 -2021 წლებში.

Categories
ახალი ამბები

დიოგენე 2021

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმებისმე-2 საერთაშორისო ინტერნეტ–ფესტივალი “დიოგენე 2021”.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს კინოაკადემია და მედია-კომპანია “დიოგენე 2020” აწყობენ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალს “დიოგენე 2021”, რომელიც ტრადიციულად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის