დახურვის ცერემონია
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ თბილისის მე-6 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ ფესტივალ “დიოგენეს” დახურვის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 27 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში;
(მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ. 2, მეტრო რუსთაველის მიმდებარედ).
გელით ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე! 
ფესტივალის დახურვა და დაწილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ორ განყოფილებად.
პირველ განყოფილებაში გაიმართება დაჯილდოება (30- 45 წუთი),
გამოცხადდება 10 წუთიანი შესვენება,
ხოლო მეორე განყოფილებაში გაჩვენებთ გამარჯვებულ ფილმებს (90 წუთი).