გილოცავთ!
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე 2024” (შემოდგომის სეზონი) ძირითად კონკურსში მოხვდა მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული ჟანრის 94 ფილმი.
შემოსული იყო შვიდასზე მეტი ფილმი, რომლებმაც გაიარეს ორი ეტაპი და საბოლოოდ ღირსეულნი მოხვდნენ ძირითად კონკურში.
მათ შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, სტუდენტური ჟიური და საზოგადოებრივი ჟიური.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 25 – 28 სექტემბერს.
ცოტა ხანში გამოქვეყნდება ძირითად კონკურში მოხვედრილი ფილმების სია.
ერთ კვირაში დავიწყებთ წარდგინებას და გამოვაქვეყნებთ თითოეულ ფილმზე და მის რეჟისორზე ჩვენთან შემოსულ ინფორმაციას და ფოტომასალას.