დიოგენე 2025
მოკლემეტრაჟიანი ფილმების თბილისის მე-6 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის, „დიოგენე 2025“-ის სლოგანია: „ახალი ჰორიზონტები, შემოქმედებითი გამბედაობა და ინოვაცია“.
ფესტივალი ოთხ სეზონად გაიმართება:
1. „დიოგენე ოდესა“
2. „დიოგენე თბილისი“
3. „დიოგენე ტალინი“
4. „დიოგენე იერუსალიმი“
ფილმების სია, რომელიც შეირჩა „დიოგენე 2025“-ისათვის, მრავალფეროვანი და გლობალური ნარატივების მქონეა. სელექცია აერთიანებს:
• მხატვრულ ფილმებს (დრამატული, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, აბსურდული)
• ანიმაციას (ექსპერიმენტული, ემოციური, ფოლკლორულ-პოეტური)
• დოკუმენტურ სექციას (პერსონალური ისტორიები, სოციალური პრობლემები, ვიზუალური ესე)
• ექსპერიმენტულ სექციას (ინოვაციური ფორმა, მეტაფორული ენა, ხმოვანი გამოცდილება)
• მუსიკალურ კლიპებს
მნიშვნელოვანი თემებია:
• სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა
• ომის შედეგები და ტრავმა
• მიგრაცია და იდენტობის ძიება
• გენდერული როლების ინვერსია
• ხელოვნება, როგორც გადარჩენის ფორმა
ჟანრული მრავალფეროვნება: წარმოდგენილია ყველა ძირითადი ფორმა — კლასიკური ნარატივი, საავტორო ანიმაცია, ფიქციურ-დოკუმენტური სინთეზი და პოეტური ექსპერიმენტი.
გეოგრაფიული სიჭრელე: ფილმები თითქმის ყველა კონტინენტიდანაა — საქართველო, ირანი, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, კანადა, ესტონეთი, პოლონეთი, გერმანია, აშშ და სხვ.
ფესტივალის მთავარი კონკურსი აერთიანებს როგორც დამწყებ, ისე უკვე აღიარებულ რეჟისორებს, რაც ფესტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
პრიზები და დიპლომები:
მთავარი ჟიური გასცემს შემდეგ ჯილდოებს:
1. საუკეთესო ფილმი — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
2. საუკეთესო მხატვრული ფილმი — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
3. საუკეთესო ანიმაციური ფილმი — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
4. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
5. საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
6. სპეციალური აღნიშვნა სცენარის/ნარატივის/დრამატურგიისთვის — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
7. სპეციალური აღნიშვნა ვიზუალური ენისთვის ან კინოინოვაციისთვის — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
სულ: 7 პრიზი და 2 სპეციალური დიპლომი
სტუდენტური ჟიური:
1. საუკეთესო ფილმი სტუდენტური ჟიურის აზრით — დიპლომი და სიმბოლური პრიზი
2. “ვიზუალური ნარატივის სიზუსტისთვის” — დიპლომი
3. ახალი ხედვა/ინოვაციური სტილი — დიპლომი
4. “პოეტური სურათის შექმნისთვის” — დიპლომი
5. “ინოვაციური ჟღერადობისთვის” — დიპლომი
6. “გენდერული საზღვრების გაფართოებისთვის” — დიპლომი
სულ: 1 სტუდენტური პრიზი და 5 დიპლომი
პენიტენციური სისტემის ბენეფიციარები გადასცემენ:
1. “პერსონალური ტრაგედიის მძაფრი გამოხატვისთვის” — დიპლომი
2. “სოციალური თემის გაბედული გამოძახებისთვის” — დიპლომი
3. საუკეთესო მსახიობისთვის — დიპლომი
4. საუკეთესო პერსონაჟი ან თემა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მათთან — დიპლომი
მოტივაციის აღნიშვნით: “ავტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვაფიქრა…” — დიპლომი
სულ: 4 დიპლომი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების თბილისის მე-6 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი „დიოგენე 2025“ ყველას გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და ბედნიერებას!