დიოგენე 2024 მწერალთა სახლში
30 სექტემბერს მწერალთა სახლში თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის დაჯილდოებისა და დახურვის ცერემონია ჩატარდა.
დაჯილდოების დაწყებას წინ უსწრებდა სერგეი კასკის, მერაბ ემინაშვილის, ნიკოლოზ ჯანჯღავას და არჩილ თოლორაიას ნამუშევრების ფოტოგამოფენა.
წლევანდელ ფესტივალს გამოარჩევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, „დიოგენე“ თავისი საკონკურსო ფილმებით მე-16 დაწესებულებაში შევიდა. ჩამოყალიბდა მსჯავდებულებისგან დაკომპლექტებული „საზოგადოებრივი ჟიური“, რომელმაც შეარჩია საუკეთესო ფილმები და დაუწესა მათ შესაბამისი ჯილდოები და დიპლომები.
კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 718 ფილმი იყო შემოსული, აქედან, ფინალურ ეტაპზე, ანუ ძირითად კონკურსში, მოხვდა 94 რჩეული ფილმი.
საქართველოს კინოაკადემიის მიერ დაწესდა სპეციალური დიპლომი, რომელიც გადაეცემა რეჟისორ მერაბ ჩხაიძეს და მის ფილმს − „ჟუბიეს ერთი დღე“ (საქართველო).
ფესტივალის საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საპატიო დიპლომები გადაეცემა ორ ქართულ ნამუშევარს: „ახალი მეგობრები“ (შემოქმედებითი ჯგუფი „ანიმ ქომ“) და „ენ პასსანტ“ (რეჟისორი: არჩილ ჯაფარიძე).
საზოგადოებრივი ჟიურის მიერ შერჩეული ფილმები, რომლებსაც გადაეცათ დიპლომები:
My Toy – „ჩემი სათამაშო“ − მხატვრული ფილმი (დანია). რეჟისორი: მაზენ ჰაჯ ქასემი;
Yellow – „ყვითელი“ − მხატვრული ფილმი (იტალია). რეჟისორი: საჰარ მაჰმუდი;
One day of Zhubie – „ჟუბიეს ერთი დღე“ − ქართული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: მერაბ ჩხაიძე;
My life in art – „ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში“ − ქართული დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: ნინო გოგია.
სტუდენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი ოთხი ნამუშევარი, რომელმაც ასევე დაიმსახურა დიპლომი:
Between garbage and god – „ნაგავსა და ღმერთს შორის“ − ბრიტანული დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: ენდი სვეტინსკი;
A distant figure – „შორეული ფიგურა“ − გერმანული მხატვრული ფილმი − რეჟისორი: რამონ დურმანი;
Ruru – „რურუ“ − ქართული დოკუმენტურ-ექსპერიმენტული ფილმი − რეჟისორი: გიორგი ონიანი;
Fiabexit – „ზღაპარი“ − იტალიური მხატვრული ფილმი. რეჟისორები: ლორენცო ჯოვენგა, ჯულიანო ჯაკომელი.
ჟიურის მიერ შერჩეული, დიპლომის მფლობელი ფილმები:
Spray − ანიმაცია (ტაივანი). რეჟისორი: შიუ ჯენ ჩანგი;
My Toy – „ჩემი სათამაშო“ − მხატვრული ფილმი (დანია). რეჟისორი: მაზენ ჰაჯ ქასემი;
Heroes – „გმირები“ − უკრაინული ფილმი. რეჟისორი: სერგეი ზინჩუკი;
Between garbage and god – „ნაგავსა და ღმერთს შორის“ − ბრიტანული დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: ენდი სვეტინსკი.
საზოგადოებრივი ჟიურის გადაწყვეტილებით, წამახალისებელი პრიზი მიენიჭა ფილმს Heroes – „გმირები“. რეჟისორი: სერგეი ზინჩუკი;
პრიზი „ალავერდობა“ მიენიჭა ანიმაციას The pyramid – „პირამიდა“. რეჟისორი: მუჰამედ გაზალა.
მთავარი პრიზის მფლობელი კი, საზოგადოებრივი ჟიურის გადაწყვეტილებით გახდა Between garbage and god – „ნაგავსა და ღმერთს შორის“. რეჟისორი: ენდი სვეტინსკი.
პრიზი „სერენადა“ სტუდენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ფილმს Count my love − პოლონური მხატვრული ფილმი. რეჟისორი: ევა იაპოლა.
პრიზი „ალავერდობა“ გადაეცა ფილმს Bitter sweetness – „მწარე სიტკბო“. რეჟისორი: ზაჰერ სამირ კუსაიბათი.
პრიზი „მუსიკოსები“ გადაეცა ფილმს Another Alice – „სხვა ალისა“ − ფრანგული ექსპერიმენტული ფილმი. რეჟისორი: მატეო ლა კაპრია.
სტუდენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, მთავარი პრიზი გადაეცა ფილმს Synonyms – „სინონიმები“ − რეჟისორი: ფილიპ რუდნიცკი.
პრიზი, ფესტივალის მთავარი ჟიურის გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილმს Train station – „მატარებლის სადგური“. რეჟისორი: დიანა გელაშვილი.
მთავარი პრიზი გადაეცა ფილმებს:
One day of Zhubie – „ჟუბიეს ერთი დღე“. რეჟისორი: მერაბ ჩხაიძე;
Another Alice – „სხვა ალისა“ − რეჟისორი: მატეო ლა კაპრია;
Fiabexit – „ზღაპარი“. რეჟისორები: ლორენცო ჯოვენგა, ჯულიანო ჯაკომელი;
Pedestal – „პიედესტალი“. რეჟისორი: ანდრი ლიუბოვი.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალი „დიოგენე 2024“ წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და მისი გენერალური დამფინანსებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ფესტივალს პარტნიორობას უწევდა საქართველოს მწერალთა სახლი, ღონისძიების მუდმივი პარტნიორი კი საქართველოს კინოაკადემიაა. ფესტივალი მიზნად ისახავს და წარმატებით ახორციელებს მოკლემეტრაჟიანი ქართული და უცხოური კინოს პოპულარიზაციას.