ელდარ შენგელაია 1933 – 2025

ძალიან სამწუხარო ამბავი. გარდაიცვალა ბატონი ელდარ შენგელაია, უდიდესი რეჟისორი, მის ფილმებზე არაერთი თაობა აღიზარდა.
დიდი დანაკლისია ქართული და მსოფლიო კინოსათვის. ბატონი ელდარი იყო ჩვენი ფესტივალის პირველი საერთაშორისო ჟიურის წევრი!
უდიდესი და უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც ყველაფერ პროგრესულს, ინოვაციურს დიდი ინტერესით და გულისყურით ადევნებდა თვალს და გულშემატკივრობდა.
უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი სული.
ელდარ შენგელაიას პანაშვიდი – სამშაბათს და ოთხშაბათს 5,6 აგვისტოს.
მისამართი: ნინო რამიშვილის პირველი ჩიხი N7, მე-4 სართული.
სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს 12:00; გასვენება 14:00.
მისამართი: ძველი თბილისი, სიონის ქ. 4