მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის «დიოგენე»

სტუდენტური ჟიურის დღე

დღეს, 18 სექტემბერს, გაიმართა ინტერნეტ-კონფერენცია ფესტივალის სტუდენტურ ჟიურისთან.

ჟიურის წევრები იყვნენ:

თამარ ზანდუკელი – საქართველო
ლიზი მეტრეველი – საქართველო
ნიტაი კინკულკინი – ისრაელი
ნატალია ბელინსკაია – უკრაინა
მარია რადიკო – უკრაინა

ვინც საპატიო მიზეზების გამო ვერ ჩაერთო, მოგვაწოდა მოსაზრებები და შედეგები წერილობითი სახით. საბოლოოდ, დადგინდა, თუ რომელი ფილმები დაჯილდოვდება სტუდენტური ჟიურის მიერ დიპლომებითა და პრიზებით.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ჟიური გადასცემს ორ სახელობით პრიზს – „სერენადა“ და „ალავერდობა“, ასევე ოთხ წამახალისებელ დიპლომს.

ინტერნეტ-კონფერენციას კურირებდნენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები: ლიზი ჯამაგიძე და მარიამ ხუციშვილი.