მარია სკუტარუს ჯილდო
21 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის (TIAF) გამარჯვებულს, ნომინაციაში – “საუკეთესო სტუდენტური ფილმი” – მარია სკუტარუს, საზეიმო ვითარებაში გადასცა, საქართველოს კინოაკადემიის (Georgian Film Academy) მიერ დაწესებული პრიზი.
მარია სკუტარუ, რუმინეთის ქალაქ იაშში ცხოვრობს, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია – 2019 წლიდან. საუბარი შეეხო ქართულ-რუმინული კულტურული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას. ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში მოიპატიჟა მარია სკუტარუ – მომავალ ფესტივალზე მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.