პენიტენციური დაწესებულება N16
ყურადღება!
გილოცავთ ყველას 1 აგვისტოს დაიწყო ჩვენი “პენიტენციურ სისტემაში კინო საფესტივალო ინოვაციური პროექტის” შეტანა და დამკვიდრება.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე 2024” (შემოდგომის სეზონი) საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით – კობა ცხაკაია, მანანა ლეკბორაშვილი, რამაზ ბახტაძე, გავემგზავრეთ N16 პენიტენციური დაწესებულებაში, სადაც შედგა შეხვედრა ამ დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, მსჯავრდებლებთან და ბორდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა იმდენად საიანტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, საფესტივალო ნიუანსებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
გარდა ამისა, ქალბატონმა მანანა ლეკობარაშვილმა ჩაატარა ლექცია – ვორკ შოპი – მოკლემეტრაჟიანი კინოს მნიშვნელობაზე, მის ჟანრებსა და თავისებურებებზე.
იყო ცოცხალი და შინაარსიანი დიალოგი, შეკითხვები, სურვილები და საქმიანი წინადადებები.
რაც მთავარია, ფესტივალი ხუთი წლის მანძილზე ასრულებდა და ახლაც პირნათლად ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას და მოვალეობას – პოპულარიზაციას გაუწიოს მოკლემეტრაჟიან კინოს, გააღვივოს ინტერესო ამ ჟანრის მიმართ და საზოგადოებას წარუდგინოს ამ მიმართულებით შექმნილი ქართული და უცხოური კინოს უახლესი პროდუქცია.
დიდი მადლობა ქალბატონ ინგა სარჯველიძეს, ბატონ ზაზა ჯამატაშვილს, ქალბატონ ნატალია ზაქარეიშვილს, ქალბატონ თამთა გელაშვილს, მათი ძალისხმევის და აქტიური ჩართულობის წყალობით განხორციელდა და ხორციელდება ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომლის პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა.
(ამ პროექტის დეტალებს ცოტა ხანში გაგაცნობთ. დღევანდელი საქმიანი შეხვედრა – ღონისძიების სრულფასოვნად ამსახველ დამატებით ფოტო და ვიდეო მასალა რომლის გადაღებასაც ხელმძღვანელობდა ბატონი დავით ვაშაკიძე განთავსებულია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე)