დასწრება თავისუფალია!
ყურადღება, შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!
რაც შეეხება კლიპში გამოყენებულ სიმბოლოებს:

მელა ასოცირდება – გონიერებასთან და ინტუიციასთან. ეს არის ცხოველი, რომელიც ხშირად გვხვდება მითოლოგიურ თქმულებებსა და ლეგენდებში. ზოგადად, მელას სახე ეზოთერულ სამყაროში მრავალმხრივ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც განასახიერებს სიბრძნეს, მოქნილობას, ინტუიციას და დაცვას. მისი მაგია იზიდავს მათ, ვინც ეძებს საკუთარ თავს და სურს გარე სამყაროს ღრმა გაგება, ვისაც სურს სულიერი განვითარება და სამყაროს სრულფასოვანი შეცნობა.

ქვევრი – მატრიცა
ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის სიმბოლო – ვაზი, მიწათმოქმედებასთან ერთად ჩაისახა საქართველოში. შულავერი-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურამ (ძვ.წ. VI ათასწლეული) ქვემო ქართლში მოშინაურებული ვაზის (vitis vinifera) უძველესი წიპწები გამოავლინა. ვაზთან ერთად, ამავე პერიოდში დასტურდება კულტურული ხორბლის არსებობაც. ვაზისა და ხორბლის სიძველეს საქართველოში თან ერთვის ამ კულტურათა ჯიშობრივი სიმდიდრე (მსოფლიოში ოთხი ათასი ვაზის ჯიშია, აქედან ხუთასი საქართველოშია) და დახვეწილი სამეურნეო ცოდნაც. ჩვენ, მართლაც, პურისა და ღვინის მომყვანი ერი ვყოფილვართ ოდითგანვე.