Categories
ახალი ამბები

“დიოგენე 2021” ფილმის ფესტივალი

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ პირობები:
1. ფესტივალში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-საიტზე რეგისტრირება და უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
2. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 30 წამიდან -15:00 წუთამდე.
3. ფილმს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად – იმისთვის, რომ ავტორის/დიქტორის ტექსტი თუ გმირთა დიალოგები გასაგები გახდეს საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებისთვის.
4. წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორ(ებ)ის გვარი, სახელი, ავტორ(ებ)ის 2 ფოტო ( 1200 dpi გარჩევადობის), საკონტაქტო მონაცემები, ქვეყანა და 3 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან (1200 dpi გარჩევადობის ).
5. თემა თავისუფალი, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები (არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა სეპარატიზმს, არა რელიგიურ და ეთნიკურ შეუწყნარებლობას).
6. ერთი ავტორი წარადგენს არა უმეტეს ორი ფილმისა.
7. ყველა ჟანრი მისაღებია, გარდა მოსაწყენისა.
8. გამოსახულება უნდა ჩანდეს და ხმა უნდა ისმოდეს.
9. Diogenes2021 ონლაინ ფორმატის გამო ავტორებმა უნდა მოგვაწოდონ ფილმების ლინკები და პაროლები ფესტივალის ოფიციალური ინტერნეტ-პლატფორმებიდან მათი საჯაროდ ჩვენებისათვის
10. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 -2021 წლებში.