Categories
ახალი ამბები

სიახლეები ზაფხულის სეზონი

სიახლეები მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონი ოდესა – თბილისი:

  1. ჯამდება ჟიურის მიერ შეფასებული ქულები და მომავალ კვირაში გამოვლინდება გამარჯვებული ფილმები.
  2. საიტზე და ფეისბუქზე განთავსდება და შესაძლებელი იქნება იხილოთ კონკურსში გამარჯვებული ფილმები 5-7 დღის მანძილზე.
  3. ძირითად კონურსში მონაწილე ფილმები ნაჩვენები იქნება ოდესაში, სპეციალურ კინოდარბაზში (კინოსეანსის ჩატარების დროს და ადგილს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ).
  4. საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონის (ოდესა – თბილისი) დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ოდესაში 17 – 25 ივნისის ფარგლებში. ზუსტ დეტალებს უახლოეს დროში შეგატყობინებთ.
  5. მზადდება გამარჯვებული ფილმებისთის ორიგინალური ხელნაკეთი პრიზები, ორიგინალური დიზაინით და ფესტივალი დიოგენეს ტრადიციული ატრიბუტიკით (იდეა და სკულპტურა ვიქტორ ტიბლევიჩისა).
    წარმატებები და წინსვლა!