კატეგორია: ახალი ამბები
პენიტენციური დაწესებულება N16
ყურადღება!
გილოცავთ ყველას 1 აგვისტოს დაიწყო ჩვენი “პენიტენციურ სისტემაში კინო საფესტივალო ინოვაციური პროექტის” შეტანა და დამკვიდრება.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე 2024” (შემოდგომის სეზონი) საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით – კობა ცხაკაია, მანანა ლეკბორაშვილი, რამაზ ბახტაძე, გავემგზავრეთ N16 პენიტენციური დაწესებულებაში, სადაც შედგა შეხვედრა ამ დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, მსჯავრდებლებთან და ბორდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა იმდენად საიანტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, საფესტივალო ნიუანსებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
გარდა ამისა, ქალბატონმა მანანა ლეკობარაშვილმა ჩაატარა ლექცია – ვორკ შოპი – მოკლემეტრაჟიანი კინოს მნიშვნელობაზე, მის ჟანრებსა და თავისებურებებზე.
იყო ცოცხალი და შინაარსიანი დიალოგი, შეკითხვები, სურვილები და საქმიანი წინადადებები.
რაც მთავარია, ფესტივალი ხუთი წლის მანძილზე ასრულებდა და ახლაც პირნათლად ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას და მოვალეობას – პოპულარიზაციას გაუწიოს მოკლემეტრაჟიან კინოს, გააღვივოს ინტერესო ამ ჟანრის მიმართ და საზოგადოებას წარუდგინოს ამ მიმართულებით შექმნილი ქართული და უცხოური კინოს უახლესი პროდუქცია.
დიდი მადლობა ქალბატონ ინგა სარჯველიძეს, ბატონ ზაზა ჯამატაშვილს, ქალბატონ ნატალია ზაქარეიშვილს, ქალბატონ თამთა გელაშვილს, მათი ძალისხმევის და აქტიური ჩართულობის წყალობით განხორციელდა და ხორციელდება ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომლის პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა.
(ამ პროექტის დეტალებს ცოტა ხანში გაგაცნობთ. დღევანდელი საქმიანი შეხვედრა – ღონისძიების სრულფასოვნად ამსახველ დამატებით ფოტო და ვიდეო მასალა რომლის გადაღებასაც ხელმძღვანელობდა ბატონი დავით ვაშაკიძე განთავსებულია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე)
პატიმრები შეაფასებენ ფილმებს
მსჯავრდებულები თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალზე წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ
- პენიტენციურ სისტემაში პირველად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის ორგანიზატორების ინიციატივით, მსჯავრდებულები ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.
- პატიმრები ოთხი კატეგორიის – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ – ფილმებს არსებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ.
- ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენეს“ ორგანიზატორები ესტუმრნენ, მსჯავრდებულებს ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები გადასცეს და შეფასების კრიტერიუმები გააცნეს.
- მსჯავრდებულების გარდა, ფილმებს კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.
- მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს.
თბილისის მეხუთხე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კინოფესტივალი “დიოგენესი – ოდესა – ტბილიზი” (შემოდგომის სეზონი), სტუდენტური ჟიურის წევრები
ანასტასია ჩერნეცოვა (საქართველო)
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი; ფაკულტეტი – თეატრმცოდნეობა
მარიამ ხუციშვილი (საქართველო)
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი; ფაკულტეტი – კინომცოდნეობა
სებასტიან გრანსკოგი (ფინეთი)
სცენარისტი, რეჟისორი ELO FILM School • 2019 -2024 სწავლობდა სასცენაროზე ალტოს უნივერსიტეტის კინოს განყოფილებაში.
მერაბი ემინაშვილი (საქართველო)
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, კინო-ტელე ოპერატორის სამაგისტრო პროგრამა
დავით კაკაურიძე (საქართველო)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაგისტრანტი, ჟურნალისტი
ნიკა ჯანჯღავა (საქართველო)
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის; სტუდენტი – ფოტოგრაფი
მთავარი ჟიური თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე 2024” (შემოდგომის სეზონი)
ქეთევან დუმბაძე
ფილოლოგი, პროდიუსერი, საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი
მანანა ლეკბორაშვილი
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
მაკა ჯიშკარიანი
დიზაინერი, მხატვარი, კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერი
დავით ანდრიაძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კულტუროლოგი, ხელოვნების კრიტიკოსი
პაატა ჩხეიძე
პროფესორი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, აშშ-ის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი საქართველოში
სერგეი კასკი
კინორეჟისორი და პროდიუსერი
ყურადღება!
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲛᲝᲙᲚᲔᲛᲔᲢᲠᲐᲟᲘᲐᲜᲘ ᲤᲘᲚᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲔ-5 ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲘᲜᲢᲔᲠᲜᲔᲢ ᲙᲘᲜᲝᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ “ᲓᲘᲝᲒᲔᲜᲔ 2024” (ᲨᲔᲛᲝᲓᲒᲝᲛᲘᲡ ᲡᲔᲖᲝᲜᲘ) ᲒᲐᲢᲧᲝᲑᲘᲜᲔᲑᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲡ:
• 15 აგვისტოს დასრულდება ფილმების მიღება.
• ძირითად კონკურსში მოხვედრილი ფილმების სია გახდება ცნობილი 25 აგვისტოს.
• 23 – 25 – 26 სექტემბერს შედგება საუკეთესო ფილმების ჩვენება.
• 28 აგვისტოს შედგება დახურვა, გამოცხადდება საბოლოო რეზულტატები და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.
ფესტივალი ყველას გისურვებთ წარმატებას!
დიოგენე 2024 დიპლომები
მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონი ოდესა – თბილისი
პრიზები კი გამარჯვებულ ფილმებს პოსტით გაეგზავნებათ!
ზაფხულის სეზონის შედეგები
გილოცავთ თქვენს ფილმს გამარჯვებულთა შორისაა!
ცნობილია შედეგები მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენეს” ოდესა – თბილისი (ზაფხულის სეზონი)!
According to the results of the international main jury of the festival were awarded:
PRIZES:
Prize Best Film – Flowers (Fiori) (Italy)
Prize Best Director – Between garbage and God (UK)
DIPLOMAS:
Repeated memories (Uzbekistan)
Statue (South Korea)
One day of Zhubie (Georgia)
Bitter sweetness (Turkey)
DIPLOMA FROM THE ORGANIZERS OF THE FESTIVAL:
En passant (Georgia)
Wattman (Georgia)
According to the results of the international student jury of the festival were awarded:
PRIZES:
Best Movie Award – Count my love (Poland)
Best Director Award – Blind wide open (UK)
DIPLOMAS:
Butterfly dance (Ukraine)
Statue (South Korea)
Lowers (Fiori) (Italy)
სიახლეები ზაფხულის სეზონი
სიახლეები მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონი ოდესა – თბილისი:
- ჯამდება ჟიურის მიერ შეფასებული ქულები და მომავალ კვირაში გამოვლინდება გამარჯვებული ფილმები.
- საიტზე და ფეისბუქზე განთავსდება და შესაძლებელი იქნება იხილოთ კონკურსში გამარჯვებული ფილმები 5-7 დღის მანძილზე.
- ძირითად კონურსში მონაწილე ფილმები ნაჩვენები იქნება ოდესაში, სპეციალურ კინოდარბაზში (კინოსეანსის ჩატარების დროს და ადგილს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ).
- საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონის (ოდესა – თბილისი) დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ოდესაში 17 – 25 ივნისის ფარგლებში. ზუსტ დეტალებს უახლოეს დროში შეგატყობინებთ.
- მზადდება გამარჯვებული ფილმებისთის ორიგინალური ხელნაკეთი პრიზები, ორიგინალური დიზაინით და ფესტივალი დიოგენეს ტრადიციული ატრიბუტიკით (იდეა და სკულპტურა ვიქტორ ტიბლევიჩისა).
წარმატებები და წინსვლა!