დიოგენე 2023 პირობები

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი „დიოგენე 2023“ მთავარ კონკურსში ფილმების მიღებას იწყებს:
შენიშვნა:
  • ფილმები მიიღება 3 აპრილიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
  • ფესტივალის მთავარ კონკურსში შერჩეული ფილმები 15 ნოემბერს გამოცხადდება და ამ დღეს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების ცერემონია 22 ნოემბერს გაიმართება.
  • შერჩეული ფილმები დიდ ეკრანზე ნოემბრის მეორე ნახევარში იქნება ნაჩვენები.
იქნება ჟიურის ორი ჯგუფი:
  1. მთავარი საერთაშორისო ჟიური
    • მთავარი საერთაშორისო ჟიური გამოარჩევს ოთხ გამარჯვებულ ფილმს შემდეგ კატეგორიაში: მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და მუსიკალური.
    • ასევე, იგივე ჟიური გამარჯვებულებს დააჯილდოვებს დიპლომებით მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და მუსიკალური კატეგორიებში.
  2. სტუდენტური ჟიური
    • ფესტივალის სტუდენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და დააჯილდოებს წამახალისებელი პრიზებით სახელწოდებით – „ალავერდობა“, „სერენადა“, „საპოვნელა“ და „მუსიკოსები“; მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და მუსიკალურ კატეგორიაში.
    • ასევე, იგივე ჟიური გამარჯვებულებს დააჯილდოვებს დიპლომებით მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და მუსიკალური კატეგორიებში.
მასტერკლასები ჩატარდება 13-21 ნოემბერს.
კონკურსის პირობები:
  1. ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთსა და 45 წამს.
  2. ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2022-2023 წლებში.
  3. მიიღება ანიმაციური, მხატვრული, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ვიდეო არტის ფილმები.
  4. არანაირი ძალადობა, არა სეპარატიზმს, არა შეუწყნარებლობას, არა რევანშიზმს, არა ომის პროპაგანდას.
  5. საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობენ გადასახადის გადაუხდელად.
  6. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 2 (ორი) ფილმი.
  7. ფილმს თან უნდა ახლდეს ინგლისური სუბტიტრები.
  8. ფესტივალის ორგანიზატორებს უფლება აქვთ გადმოწერონ კონკურსზე წარმოდგენილი ფილმი ჟიურის შესარჩევად და სრულფასოვან სამუშაოდ.
ფესტივალის წლევანდელი სლოგანია „სამყარო ჩვენ ვართ!“.
დარეგისტრირდით პლატფორმაზე ან შეავსეთ აპლიკაცია ჩვენს ვებგვერდზე და ატვირთეთ ფილმის ბმული.
ფესტივალი წარმატებებს და წინსვლას უსურვებს კონკურსში მონაწილეობის მსურველებს.
P.S.

უნდა გაცნობოთ და შეგახსენოთ, რომ ჩვენი ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვედრამდე ფილმები გადიან ორი შერჩევის ეტაპს.

ნამუშევრების შერჩევა ხდება, გარკვეული კრიტერიუმების მეშვეობით, რომელთა შემუშავება ხდება კომპეტენტური შემრჩევი დამოუკიდებელი კომისიის მიერ ყოველწლიურად.

პირველის გადალახვის შემდგომ, ავტორებს ეცნობათ, რომ მათ ნამუშევარმა გადალახა ფილმების შერჩევის პირველი ეტაპი, რის შემდეგაც მათ უნდა მიაწოდონ ფეტივალს ფილმის გადმოწერის ლინკი, რათა შემრჩევმა კომისიამ სრულფასოვნად შეაფასონ ნამუშევარი და დაუშვან ან არ დაუშვან ფილმები ძირითად კონკურსში მონაწილეობისათვის.

მეორე ეტაპის დაძლევის შესახებ თითოეულ კონკურსანტს პირადად ეცნობება და გადაეგზავნება სპეციალური ნიშანი ფილმის ძირითად კონკურში მოხვედრის შესახებ.

კონკურსში მოხვედრილი ფილმების სიები ოფიციალურად ქვეყნდება ყველა პლატფორმაზე.