Categories
ახალი ამბები

შეხვედრის ადგილი წითელი დარბაზი

შეხვედრის ადგილი საქართველოს კინოაკადემიის წითელი დარბაზი

დღეს შედგა სტუდენტურ ჟიურისთან შეხვედრა (ვლად შადურსკი (უკრაინა), თამარ ზანდუკელი, მარიამ ხუციშვილი, ენრი დიასამიძე, დავით თარბა, თამარ თევზაძე, გიორგი ნანიტაშვილი, თამთა ძველაია, ლილე სამუშია) საფესტივალო ფილმების რეზულტატების დასადგენად.

სტუდენტების ჟიურის კურირებდა ქალბატონი მანანა ლეკბორაშვილი; გვქონდა კიევთან, ჩვენი კიეველი ჟიურის წევრთან მუდმივი კონტაქტი, რომელიც კიევში საჰაერო განგაშის გამოცხადების გამო დროებით შეწყდა, თუმცა მერე კვლავ აღდგა და საკმაოდ შედეგიანიც გამოდგა.

დიდი მადლობა ოთხ უნივერსიტეტს – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ივან კარპენკო-კარის სახელობის კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი, ასეთი ძლიერი, საინტერესო, ენერგიული და გულმხურვალე ახალგაზრდებისათვის.