Categories
ახალი ამბები

ზაფხულის სეზონის შედეგები

გილოცავთ თქვენს ფილმს გამარჯვებულთა შორისაა!

ცნობილია შედეგები მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენეს” ოდესა – თბილისი (ზაფხულის სეზონი)!

According to the results of the international main jury of the festival were awarded:

PRIZES:

Prize Best Film – Flowers (Fiori) (Italy)

Prize Best Director – Between garbage and God (UK)

DIPLOMAS:

Repeated memories (Uzbekistan)

Statue (South Korea)

One day of Zhubie (Georgia)

Bitter sweetness (Turkey)

DIPLOMA FROM THE ORGANIZERS OF THE FESTIVAL:

En passant (Georgia)

Wattman (Georgia)

According to the results of the international student jury of the festival were awarded:

PRIZES:

Best Movie Award – Count my love (Poland)

Best Director Award – Blind wide open (UK)

DIPLOMAS:

Butterfly dance (Ukraine)

Statue (South Korea)

Lowers (Fiori) (Italy)

Categories
ახალი ამბები

სიახლეები ზაფხულის სეზონი

სიახლეები მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონი ოდესა – თბილისი:

  1. ჯამდება ჟიურის მიერ შეფასებული ქულები და მომავალ კვირაში გამოვლინდება გამარჯვებული ფილმები.
  2. საიტზე და ფეისბუქზე განთავსდება და შესაძლებელი იქნება იხილოთ კონკურსში გამარჯვებული ფილმები 5-7 დღის მანძილზე.
  3. ძირითად კონურსში მონაწილე ფილმები ნაჩვენები იქნება ოდესაში, სპეციალურ კინოდარბაზში (კინოსეანსის ჩატარების დროს და ადგილს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ).
  4. საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” ზაფხულის სეზონის (ოდესა – თბილისი) დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ოდესაში 17 – 25 ივნისის ფარგლებში. ზუსტ დეტალებს უახლოეს დროში შეგატყობინებთ.
  5. მზადდება გამარჯვებული ფილმებისთის ორიგინალური ხელნაკეთი პრიზები, ორიგინალური დიზაინით და ფესტივალი დიოგენეს ტრადიციული ატრიბუტიკით (იდეა და სკულპტურა ვიქტორ ტიბლევიჩისა).
    წარმატებები და წინსვლა!
Categories
ახალი ამბები

დიოგენეს მიმოხილვა

თემა:

1.თბილისის მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” მიმოხილვა (კინოფესტივალის ზაფხულის სეზონი ოდესა და შემოდგომის სეზონი თბილისი);

2. ერთ წიგნად გამოცემული “მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები”

წამყვანი: ნინო მეუნარგია

სტუმარი: კობა ცხაკაია – კინორეჟისორი, მოთხრობების და პიესების ავტორი

რადიო იმედი – წამყვანი: ნინო მეუნარგია სტუმარი: კობა ცხაკაია – კინორეჟისორი, მწერალი, დრამატურგი

Categories
ახალი ამბები

მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები

კობა ცხაკაიას ახალი წიგნის “მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები” წარდგინება და თბილისის მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალის “დიოგენე” მიმოხილვა (კინოფესტივალის ზაფხულის სეზონი ოდესა და შემოდგომის სეზონი თბილისი) „ერთსულოვნების დილის“ ეთერში.

Categories
ახალი ამბები

მეხუთე ფესტივალის შემდეგი ეტაპი

თბილისის V მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “დიოგენე – თბილისი – ოდესა” ახლა ეტაპზე გადავიდა. 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის პირველ ეტაპზე 588 ფილმიდან 256 ფილმი გავიდა; მეორე ეტაპზე უკრაინული მხარის სამი წარმომადგენლისგან შემდგარმა კომისიამ მთავარ კონკურსში მონაწილე 64 ფილმი შეარჩია.

გამოვიდა კობა ცხაკაიას ,,მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“
სტუმარი: კობა ცხაკაია – ფესტივალის თანადამფუძნებელი; მწერალი
წამყვანი: მარიამ ჩოჩია მარიამჩოჩია
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე ეკატალახაძე

Categories
ახალი ამბები

მიღების დასასრული

ყურადღება!

15 მაისი, 24.00 მთავრდება ფილმების მიღება თბილისის მე-5 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე – ოდესა”.

გისურვებთ ყველას წარმატებას!

Categories
ახალი ამბები

თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემასთან

უნიკალური და ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც ალბათ უპრეცენდენტოა და მნიშვნელოვანია ფესტივალისათვის და კინოს მოყვარულთათვის.

წელს ჩვენ ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემასთან, რომელიც უკავშირდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს “დიოგენეს” და მის მუშაობაში მსჯავრდებულების მონაწილეობას და ამ სისტემაში ვორკშოპებისა და მასტერკლასების ჩატარებას.

Categories
ახალი ამბები

დიოგენე ძველ რადიოზე

რადიო იმედი; გადაცემა “ძველი რადიო” წამყვანი – მიშა მიმინოშვილი. სტუმარი – კობა ცხაკაია თემები:

1. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი “დიოგენე” – გაზაფხული კინო ფესტივალი ოდესა – დიოგენე და ტრადიციული შემდგომის კინოფესტივალი თბილისი – დიოგენე.

2. შემეცნებით – საგანმანათლებლო პროექტი “RadioKino” და აიდიო წიგნები და აუდიო სერიები;

3. მთავარი ლიტერატურული პრემია “მუზა” დრამატურგიაში და მომავალი შეხვედრა მწერალთა სახლში – შაბათს, 24 თებერვალს, 17.00-ზე.

Categories
ახალი ამბები

რადიო იმედი

“დღის არხი თეიკო ანჯაფარიძესთან და თბილისის მოკლემეტრაჟიანი ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოეგენს” ერთად”

საუბარია თბილისის მოკლემეტრაჟიანი ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოეგენს” ისტორიაზე, 2023 შედეგებზე, ინტერნეტ კინო ფესტივალის სპეციფიკაზე, კრიტერიუმებზე, მონაწილეებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.

Categories
ახალი ამბები

„დიოგენე 2023“ გამარჯვებულთა მოლოცვები

თბილისის მე-4 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის „დიოგენე 2023“ გამარჯვებულთა მოლოცვები