Categories
ახალი ამბები

“დიოგენე 2023” რადიო იმედის ეთერში

თემა: თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,დიოგენე” 2023

სტუმრები:

კობა ცხაკაია, ფესტივალის დამფუძნებელი, კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი;

ვაჟა ზუბაშვილი, კინორეჟისორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, ფესტივალ ,,დიოგენე“-ს მთავარი ჟიურის წევრი;

მანანა ლეკბორაშვილი, კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

Categories
ახალი ამბები

ფესტივალ „დიოგენე 2023“-ის პროგრამა

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო

ინტერნეტ კინო ფესტივალი “დიოგენე 2023”

საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმები

ჩვენება გაიმართება

20-21 ნოემბერს 18:00 საათზე

ამარჯვებული ფილმების დაჯილდოების ცერემონია და

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე

**25 ნოემბერს 20.00 საათზე გაიმართება **საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2.

(რუსთაველის მეტროსთან)

Categories
ახალი ამბები

ინტერვიუ საპატრიარქოს ტელევიზიასთან

საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნება”

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2023” სტუდენტური ჟიურის წევრები – ლილე სამუშია, თამთა ძველაია და კობა ცხაკაია.

Categories
ახალი ამბები

დიოგენე 2023 “ინტელექტუალური სამშაბათის”-ზე

“ინტელექტუალური სამშაბათის” სტუმარი თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2023”

წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე;

სტუმრები: თამარ თევზაძე (სტუდენტური ჟიურის წევრი; ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტი) და კობა ცხაკაია (ფესტივალის თანა დამფუძნებელი) ;

Categories
ახალი ამბები

ინტერვიუ კვირის პალიტრასთან თამთა კვარაცხელიასთან

თემა: თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალი ,,დიოგენე” 2023

სტუმარი: რეჟისორი – კობა ცხაკაია

Categories
ახალი ამბები

დიოგენე 2023

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2023” ფილმები მიიღება მთავრდება 15 ოქტომბერს.

შერჩეული ფილმები დიდ ეკრანზე ნოემბრის მეორე ნახევარში იქნება ნაჩვენები. გადადით ამ ბმულზე, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და შემოიტანეთ ფილმი საკონკურსოდ

გთავაზობთ ჩვენი ფესტივალის არასაკონკურსო ფილმების აფიშას

https://youtu.be/I5w8aphwmXE

სრულად დაკომპლექტდა სტუდენტური ჟიურიც, რომელში შევიდა უცხოელი (უკრაინელი) სტუდენტებიც. ამ ჯგუფს კურატორობას გაუწევს ქალბატონი მანანა ლეკბორაშვილი.

Categories
ახალი ამბები

ფესტივალის დირექტორად სოსო მჭედლიშვილი აირჩიეს

გუშინ 18.06.2023 შედგა დამფუძნებელთა შეკრება, სადაც ერთობლივი გადაწყვეტილებით 3 (სამი) წლის ვადით არჩეულ იქნა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ – ფესტივალი „დიოგენე 2023″ დირექტორად ბატონი იოსებ მჭედლიშვილი, კინოდრამატურგი და პროდიუსერი.

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ – ფესტივალის დირექტორი წარმართავს ფესტივალის საერთო სტატეგიას, მის საორგანიზაციო და შემოქმედებით მუშაობას.დამფუძნებელთა კრება უსურვებს ბატონ იოსებ მჭედლიშვილს, ფესტივალის ახალი დირექტორის სტატუსში წარმატებას და წინსვლას.

იოსებ (სოსო) მჭედლიშვილიქართველი კინოდრამატურგი და მწერალი.

· 1997 ბურგონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი). დიპლომი კულტურის პოლიტიკისა და ხელოვნების მენეჯმენტის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი: “ტელეარხი ARTE-ს “თემატური საღამოების” შინაარსი და მაყურებელთა დაინტერესება-დასწრების შედარებითი ანალიზი საფრანგეთსა და გერმანიაში.”

· 1986 – “ვგიკი” კინემატოგრაფიის საკავშირო სახ. ინსტიტუტი, მოსკოვი. (რუსეთი). დიპლომი კინოდრამატურგიაში. სპეციალობა: კინოსა და ტელევიზიის ლიტთანამშრომელი; კინოდრამატურგი.

· 1975 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დიპლომი ფიზიკაში. სპეციალობა: თეორიული ფიზიკა.

კვალიფიკაციის ამაღლება 1996-1997 კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ Formation Internationale Culture-ში. პარიზი (საფრანგეთი),.

· 1997 ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი; სტაჟირება თემატური გადაცემის “თჰემა-ს” რედაქციაში. სტრასბურგი (საფრანგეთი).

· 1979-1981 სტაჟირება მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნ. აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტ-ში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი.

პროფესიული გამოცდილება

· 1992- დღემდე: ლექტორი დრამატურგიაში; ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის მედიის, ტელეხელოვნებისა და რეკლამის უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, თბილისი.

· 1996-1997 საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში.

· 1991-1993 ლექტორი კინოდრამატურგიაში, ხელოვნების აკადემია, თბილისი.

· 1989-1992 ლექტორი კინოდრამატურგიაში, თბილისის თეატრისა და კინოს სახ. ინსტიტუტი.

· 1987-1992 ლექტორი კინოდრამატურგიაში, თბილისის სახ. უნივერსიტეტი.

· 2002-2004 რეგისტრირებული კავშირი “სახიერი საქართველოს” პრეზიდენტი

· 2020 თბლისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენეს” თანადამფუძნებელი

რეალიზებული სცენარები და ფილმები 1982 “ერთი დღის ქრონიკა” – დოკუმენტური; სცენარის თანაავტორი და რეჟისორი. კომსომოლსკი-ამურზე (რუსეთი) სატელევიზიო სტუდია.

· 1985 “გალია” – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული; მოსკოვი. სცენარი

· 1990 “თემო ჯაფარიძე: ლოცვები” – დოკუმენტური; თბილისი. “საქტელეფილმი”. სცენარი

· 1991 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად რეფერენდუმზე ცსკ-ს ოფიციალური სარეკლამო კლიპების ავტორი და თანარეჟისორი.

· 1991 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზვიად გამსახურდიას სარეკლამო კლიპის ავტორი და თანარეჟისორი.

· 1993 “ბედის მძევალნი” – დოკუმენტური; თბილისი. “საქტელეფილმი”. სცენარის ავტორი და თანარეჟისორი;

· 1999–2000 “წვრილ ვარსკვლავთა ღამე” – სატელევიზიო სერიალი. “საქტელერადიო”. (სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია; რეჟისორები: ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია;

· 2002 “ოპერები” – სატელევიზიო სერიალი შსს-ს დაკვეთით; პროექტისა და სცენარის თანაავტორი, პროდიუსერი.

პიესები

· 1999 “კარნავალიადა, ანუ ძალაუფლების კდემის მომგვრელი ღიმილი”

· 2000 “ღია კარს მიღმა”

· 2001 “მწუხრის ჟამს, სამოთხეში”

· 2002 “ზონაზე” კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით;

· 2004 “მუზეუმის მცველი”

პრიზები

· 2006 თეატრალურ პიესას “მუზეუმის მცველი” მიენიჭა ჟიურის სპეცპრიზი ლიტერატურული პორტალის, “ლიტკონკურსის” „სამუზეუმო თეატრისთვის“ ჩატარებულ კონკურსში.

· 2006 მოთხრობას “ინტერმეცო” (რუსულად) მიენიჭა პრიზი ჟურნალ “სენატორის” (რუსეთი) მიერ გამართულ სალიტერატურო კონკურსში, რომელიც მიეძღვნა სამამულო ომის დასრულების მე-60 წლისთავს.

· 2002 ტელესერიალის პროექტს “ბურდო” მიენიჭა პირველი პრიზი ტელეარხი “მე-9 არხის” მიერ გამართულ კონკურსში (თბილისი).

· 1998 მხატვრული ფილმის სცენარს „ელისეს მინდვრები“ (ქართულად) მიენიჭა პრიზი სტუდია „ადამ და ევას“ მიერ გამართულ კონკურსში (თბილისი).

· 1997 მხატვრული ფილმის სცენარს „ელისეს მინდვრები“ (რუსულად) მიენიჭა პრიზი ჟურნალ “კინოსცენარიი”-ს მიერ გამართულ კონკურსში (მოსკოვი).

· 1984 მხატვრული ფილმის სცენარს “ჩემი მეგობარი სამსონი” (რუსულად) მიენიჭა პრიზი ცენტრალური სასცენარო სტუდიის მიერ გამართულ კონკურსში (მოსკოვი).

გამოქვეყნებული წიგნები

· 1998 “კომედია დრამატურგიაში” – პირველი ქართული დამხმარე სახელმძღვანელო დრამატურგიაში (ქართულად) გამომც. “ნეკერი”, 1998. თბილისი.

· 2002, 2006 თეატრალური პიესა “ზონაზე”; კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით, გამომცემლობა “საარი”, 2002, 2006. სალიტერატურო პრემია “საბა”-ს ნომინანტი 2003

· რომანი “ბაღდადელი ქურდები” კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით (ფსევდონიმი “პაპუნა უდელი”).

წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი.

ენები

ქართული, რუსული (ბილინგვა), ფრანგული, ინგლისური, გერმანული.

პატივისცემით,

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-4 საერთაშორისო ინტერნეტ – ფესტივალი „დიოგენე 2023″ დამფუძმნებელთა კრება

4th Tbilisi International Internet Short Film Festival “Diogene 2023” Founders’ Meeting

თბილისი, 18. 06. 202

Categories
ახალი ამბები

მარია სკუტარუს ჯილდო

21 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის (TIAF) გამარჯვებულს, ნომინაციაში – “საუკეთესო სტუდენტური ფილმი” – მარია სკუტარუს, საზეიმო ვითარებაში გადასცა, საქართველოს კინოაკადემიის (Georgian Film Academy) მიერ დაწესებული პრიზი.
მარია სკუტარუ, რუმინეთის ქალაქ იაშში ცხოვრობს, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია – 2019 წლიდან. საუბარი შეეხო ქართულ-რუმინული კულტურული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას. ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში მოიპატიჟა მარია სკუტარუ – მომავალ ფესტივალზე მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

Categories
ახალი ამბები

დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია – 27 ნოემბერს, კვირას 19.00

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია – 27 ნოემბერს, კვირას 19.00

გთხოვთ მობრძანდეთ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში

(მის. ძმები კაკაბაძეების -2, რუსთაველის მეტროსთან, მაკდონალდის პირდაპირ);

რაზე შენდება ჩვენი – თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალი “დიოგენე”

კინოფესტივალის „დიოგენე“ შექმნის იდეა ეფუძნება სამ მთავარ თეზისს:

1.”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” (ამიტომაა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურს)

2.”მაყურებელი კი არ მოდის ჩვენთან, არამედ ჩვენ მივდივართ მაყურებელთან” (ამიტომაა ფესტივალის ძორითადი ფორმატი – ინტერნეტი)

3.”ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”, ამიტომ მოიცავს ჩვენი ფესტივალი ოთხ მთავარ და გასხვავებულ ჟანრს კინემატოგრაფში. ჩვენს ასევე მივესალმებით ინოვაციას, ყოველივე ახალს კინოში და დიდი ინტერესით განვიხილავთ და ვღებულობთ ძირითად კონკურსში ვერტიკალური ფორმატის (მობილურით გადაღებული და დამონტაჟებული) ნამუშევრებსაც.

რით არის გამორჩეული ჩვენი ფესტივალი სხვა ფესტივალებისაგან?

1. ფესტივალი ტარდება ინტერნეტ ფორმატში, რაც რეგიონში უპრეცენდენტოა და საქართველოს – თბილისის გარდა ამიერ – იმიერ კავკასიაში და ლამის შავი ზღვის რეგიონში ერთადერთია.

2. ფესტივალს ყავს ორი ჟიური:

მთავარი ჟიური, რომელიც კომპლექტება ქართველი და უცხოელი მაღალპროფესიონალური ხელოვანებით კინოს დარგში და ასევე ჩვენი ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებულებით.

სტუდენტური ჟიური – რომელიც კომპექტება ჩვენი უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტობით.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სტუდენტებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც არა სტუდენტური და საყმაწვილო არამედ პროფესიონალების მიერ შექმნილი ფილმების შეფასებას ახორციელებს – უპრეცენდენტოა ჩვენს რეგიონში და არა მარტო.

ჩვენი ფესტივალისთვის ეს – ხედვაა, მომავალი თაობის აწმყოზე, ანუ პროცესებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით მათი „აქტიური“ ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს კინოხელოვნებაში, მაგრამ საწინდარია ამ დარგის განვითარების და პოპულარიზაციისა.

დიახ, ჩვენი მიზანია – „მეტი ახალგაზრდობის ჩართვა ჩვენი ფესტივალის უშუალო მშენებლობაში, მართვასა და განვითარებაში“

ჟიურის გადაწყვეტილებებისა და ფესტივალის საბოლოო შედეგების მიღებაში ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ზრდის მათ მოტივაციას თავიანთ პროფესიებში რეალიაზაციისთვის და ფესტივალს სძენს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან ფორმატს – ის, ხდება არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ – საგანმანათლებლოც, სადაც კინოს სიყვარული აერთიანებს, სხვადასხვა პროფესიათა ათვისებით დაკავებულ ახალგაზრდობას. ეს ყველაფერი ეხმარება არა მხოლოდ ქართული კულტურის და ქართული კინოს პროპაგანდას, არამედ ქართული და უცხოური პროდუქციის გაცნობას და რეკლამირებას მსოფლიო ბაზარზე.

კინო – პროფესიონალები, კინო – მოყვარულებო და კინო – გულშემატკივრებო – გეპატიჟებით თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინო ფესტივალის “დიოგენე 2022” დახურვის და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნოემბერს 19.00. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში და ერთად ვეზიაროთ კინოგამარჯვებების უნიკალური შეგრძნება.

P.S.

ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განვახორციელებთ დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლიაციას.

ლინკი: https://www.facebook.com/groups/httpsdiogenesfest.comfbclidiwar1kgdxhtelfqw

Categories
ახალი ამბები

განათლებისა და კულტურის კომისია – თბილისის საკრებულო

🎬 კახა ლაბუჩიძემ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს პრიზი გადასცა
🔶 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს, ირანელ რეჟისორს კიომას მოჰამედ ჩენარს, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით პრიზი გადასცა. 🔊 კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პანდემიამ შექმნა ახალი რეალობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაშიც მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ქვეყანას კულტურის განვითარების დინამიკა. სწორედ ამიტომ, მსგავსი შემოქმედებითი ფესტივალებისა და პროექტების მხარდამჭერი მუდმივად იქნება თბილისის საკრებულო და მერია.
🔶 კინოფესტივალი „დიოგენე“, რომლის იდეის ავტორებიც რეჟისორი კობა ცხაკაია და დრამატურგი სოსო მჭედლიშვილია, პანდემიის პერიოდში დაარსდა სლოგანით „დარჩი სახლში, ‒ გადაიღე ფილმი“. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყნის ცნობილი თუ დებიუტანტი რეჟისორი მონაწილეობს. წელს, კონკურსში 1200-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც ფინალისთვის 27 მხატვრული ფილმი შეირჩა. ფესტივალის მთავარი პრიზი წელს ოთხ ფილმს გადაეცა, ხოლო ხუთმა წამახალისებელი დიპლომი მიიღო.
🔶 აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში დაწესდა სპეციალური პრიზი სახელწოდებით „სერენადა“, რომელიც მიეძღვნა ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის ხსოვნას.
🔶 ფესტივალის პარტნიორია თბილისის მერია, საქართველოს კინოაკადემია, კულტურის პალატა და საზოგადოებრივი მაუწყებელი.