დიოგენე 2021 ჟიური და სპეციალური პრიზები

ჟიურის საპატიო თავმჯდომარე:
ელდარ შენგელაია (საქართველო)

ცნობილი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზიორი.
დაიბადა თბილისში 1933 წელს ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ნიკოლოზ შენგელაიასა და კინოვარსკვლავ ნატო ვაჩნაძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “მოსფილმში”, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორია. დადგმული აქვს ფილმები“თეთრი ქარავანი” (1964) (თამაზ მელიავასთან ერთად, “მიქელა” (1965), “არაჩეულებრივი გამოფენა”(1969), “შერეკილები” (1973), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), “ექპრეს-ინფორმაცია”(1993), ავტორი ვიდეო-ფილმისა “9 აპრილის ტრაგედია” და სხვ.

ჟიურის თავმჯდომარე:
ირაკლი პაპავა (საქართველო)

ირაკლი პაპავა – კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს კინოაკადემიის ნამდვილი წევრი, 30-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმისა და სცენარის ავტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ანდრია პირველწოდებულის ჯვრის ორგზის ლაურეატი.

ია სუხიტაშვილი (საქართველო)

კინოსა და დრამის მსახიობი, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოსა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუშაობს შოთა რუსთაველის ეროვნულ აკადემიურ თეატრში, არის მრავალი თეატრალური ჯილდოს მფლობელი მათ შორის 2020 წელს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის მიიღო ჯილდო – „ვერცხლის ნიჟარა“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინო ფესტივალზე.

თამარ დულარიძე ( საქართველო )

დაიბადა თბილისში 1947 წელს. მერვე კლასამდე სწავლობდа თბილისის 1-ლ საშუალო სკოლაში, საშუალო განათლება მიიღო რიგის მე-2 ლატვიურ-რუსული სკოლაში.
მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა, როდესაც 12 წელი შეუსრულდა, მოგვიანებით მიჰყავდა საბავშვო გადაცემები საქართველოს რადიოში, რიგაში მე-9 კლასში სწავლისას დააარსა სერგეი ეიზენშტეინის მუზეუმი.
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ-ი) კინომცოდნეობისა და კინორეჟისურის ფაკულტეტები. როგორც რეჟისორმა, სადიპლომო ფილმი გადაიღო „მოსფილმ“-ში, და იმავე წელს რეზო ჩხეიძის მოწვევით დაბრუნდა თბილისში კინოსტუდია „ქართული ფილმში“ დამდგმელ კინორეჟისორად სამუშაოდ. არის საერთაშორისო ქრისტიანული კინოასოციაციის საბჭოს წევრი, საქართველოს კინოაკადემიისა და რუსეთის რეჟისორთა გილდიის წევრი.
მის მიერ გადაღებული ფილმებიდან ოთხი დაჯილდოვებულია საერთაშორისო ფესტივალებზე. გამოქვეყნებული აქვს ასამდე რეცენზია და ესსე.
ასწავლიდა კინორეჟისურას და მონტაჟის თეორიას.

ნათია რაჭველიშვილი (საქართველო)

ნათია რაჭველიშვილი, ჟურნალისტი, კინოპროდიუსერი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1985 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ” ქართული ფილმის” სასცენარო სარედაქციო კოლეგიაში. დაასრულა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ( ВГИК) კინომცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა განხრით კინო და ტელევიზია, ასევე გაიარა მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსების ხელოვნების მუშაკების საკვალიფიკაციო კურსები. თანამშრომლობდა სხვადასხვა კინოკომპანიებთან ( “პიგმალიონი”, “ტანფილმი”), როგორც პროდიუსერი და კინოპროექტების განვითარების მენეჯერი( “ტბა”, “მეშვიდე დღე”, “ნაზი სიზმრები” და სხვა) არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და უნივერსიტეტის სტუდენტური კინო- ტელე ფორუმის ერთ ერთი ორგანიზატორი. ამჟამად თანამშრომლობს კინოკომპანია ” 20 step”-თან , როგორ საქართველოს კინოცენტრის მიერ მხარდაჭერილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ცივი ღრუბლები” ( რეჟ. კახა კიკაბიძე) თანაპროდიუსერი.

დიმიტრი პოპოვი (გერმანია)

დიმიტრი პოპოვი დაიბადა მოსკოვში 1963 წელს. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) სასცენარო და კინომცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდიაში Mosfilm-ი, ჟურნალ Art Cinema-სა და Ogonyok-ის რედაქციებში, „რადიო თავისუფლების“ რუსულ სამსახურში.
1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში. მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უმაღლესი სკოლის (HFF) დამთავრების შემდეგ მუშაობდა რეკლამაში, იღებდა ფილმებს, მუშაობდა გერმანული კინოს საექსპორტო კავშირში, ჟურნალ Focus-ის რედაქციაში. 2007 წელს ალა ჩურიკოვასთან ერთად დააარსა ანიმაციური სტუდია Allanimation. 2011 წლიდან ლექტორი, ხოლო 2016 წლიდან მედია დიზაინის პროფესორი მიუნხენის Hochschule Fresenius University-ში. მოძრაობის დიზაინისა და მენეჯმენტის (BA) და Medien- und Communikationsmanagement (BA) ფაკულტეტების დეკანი.

მოჰამედ ატეფი (ეგვიპტე)

მოჰამედ ატეფი არის ცნობილი ეგვიპტელი კინოკრიტიკოსი და ავტორი წიგნებისა “Raafat Al Mihi.. The Man of Cinema” (2014), “დამოუკიდებელი კინოს დაფინანსების მექანიზმები არაბულ სამყაროში” (2015) და “Hassan Youssef.. Al. იმამი“ (2016).
არაბულ სამყაროში ის ითვლება კინოფესტივალების პროგრამების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემდგენელად. ის ახორციელებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს მალმეს არაბული ფილმების ფესტივალზე (შვედეთი) და El Gouna Film Festival GFF-ზე (ეგვიპტე). ის არის CineGouna-ს პლატფორმის (GFF ინდუსტრიული მკლავი), MAFF-ის ინდუსტრიის დღეებისა და კონკურსის ‘Daw’ ფილმის დაფინანსებისთვის განვითარებისა და პოსტ-პროდუქციის გრანტების შესარჩევი კომიტეტის წევრი, რომელიც ორგანიზებულია საუდის არაბეთის სამეფოს კულტურის სამინისტროს მიერ. ატეფი ასევე არის ეგვიპტეს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. ადრე ატეფი იყო მრავალი პრესტიჟული კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი MENA-ს რეგიონში, როგორიცაა: ისმაილიას დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, ლუქსორის არაბული და ევროპული კინოს კინოფესტივალი და კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე (ეგვიპტე) მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის პროგრამების შემდგენელი. ასევე ის არის ეგვიპტური ფესტივალების უმაღლესი კომიტეტის ყოფილი წევრი.

პიერ მატიოტმა (საფრანგეთი)

ყოფილმა ტანმოვარჯიშემ და მეზღვაურმა, პიერ მატიოტმა დაიწყო თავისი კარიერა, როგორც მოთხრობების ავტორმა და 1991 წელს მან მიიღო ჯილდო მსოფლიო. ამის შემდეგ მან დაიწყო მოთხრობების წერა Radio France, France Culture-სათვის, გამოსცემდა, რომანებსა და ესეებს, მისი პიესები იდგმებოდნენ საფრანგეთის თეატრებში. 1995 წლიდან გახდა ტელევიზიისა და კინოს სცენარისტი, კინორეჟისორი და მენეჯერი. 2000 წელს მან დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია Cinérgie Productions, რომელიც ამჟამად თანამშრომლობს ფრანგულ და უცხოურ მაუწყებლებთან. 2000 წლის მარტიდან მან მოამზადა ასზე მეტი გადაცემა ორმოცამდე მაუწყებლისთვის (დოკუმენტური ფილმები, დოკუმენტური დრამა, მხატვრული ლიტერატურა, სერიალები და ა.შ).

სპეციალური კომისია „სერენადას“
სპეციალური პრიზისა და დიპლომის გამოსავლენად

Levan Tutberidze

ლევან თუთბერიძე (საქართველო)

კინორეჟისორი, მსახიობი, თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული.

გიორგი ოვაშვილი (საქართველო)

კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, კომპანია ვაგონეტი ფილმი -ს თანადამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული.

George Ovashvili
Rusudan Glurjidze

რუსუდან გლურჯიძე (საქართველო)

კინო-რეჟისორი, სცენარისტი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორი