სპეციალური კომისია „სერენადას“ სპეციალური პრიზისა და დიპლომის გამოსავლენად
ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელთა (ლევან, ქართლოს, რამაზ (ბუბა) ხოტივარები, ზურაბ თუთბერიძე) ქართული კინოს განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისა და დამსახურების აღსანიშნავად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-2 საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალი “დიოგენე 2021”-ის მესვეურებმა გადაწყვიტეს ფესტივალის ფარგლებში დაწესდეს სპეციალური პრიზი და სიგელი, სახელწოდებით „სერენადა“. ისინი გადაეცემათ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც გამოირჩევიან კრეატიულობით, ჰუმანურობითა და იუმორით.