Სტანისლავსკი – 2 Თავი – Სცენიური Ხელოვნება Და Სცენიური Ხელოსნობა

ვისაც სურს დაეუფლოს სამსახიობო ხელოვნებას ან ვისაც აქვს ინტერესი გაეცნოს ამ ურთულეს პროფესიას და ეზიაროს მისი დაუფლების გზებსა და ანბანს, შეუძლია მოუსმინოს ჩვენს მიერ მომზადებულ აუდიო წიგნს “მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე”, პროფესიულ დონეზე ამ დარგის ყველა ნიუანსის შემკრების და სისტემად ჩამომყალიბებელის, უდიდესი მსახიობის და თეატრალური რეჟისორის კონსტანტინე სტანისლავსკის ნაშრომს, რომელზეც აღიზარდა უამრავი უდიდსესი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი.
წიგნი საკმაოდ დიდია (500 გვერდზე მეტია, ქართული თარგმანი გამოიცა 1949), თუმცა თხრობის ფორმა საინტერესოა და ადვილად აღსაქმელი.
ის, უფრო ახალგაზრდულ რომანს მოგაგონებთ, ვიდრე სამეცნიერო ჩანაწერს, გადატვირთულს გაუგებარი ტერმინოლოგიით.
წიგნი ყველასათავის გასაგები, სასაუბრო ენითაა დაწერილი, ბევრი დიალოგია, სიუჟეტიც დინამიურად ვითარდება, ამიტომ ადვილად იკითხება და ისმინება.
ჩვენი გვერდი FACEBOOK – www.facebook.com/groups/RadioKino2020
ჩვენი გვერდი MYVIDEO.GE – www.myvideo.ge/c/search?srch_str=RadioKino2020
ჩვენი გვერდიSOUNDCLOUD – User-644916929 – 1-1
ჩვენი გვერდი YOUTUBE – www.youtube.com/playlist?list=PL9…8At8t-nM2ISJ5qgEY